10:02 - 09 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-11-11 16:12:59, 1916 ნახვა

ეკონომიკა
ნათია თურნავა: ჩვენ შევქმნით ერთიან მარკეტინგულ სტრატეგიას, რომ წყალტუბო გახდეს ჯანმრთელობის დედაქალაქი აღმოსავლეთ ევროპაში

ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, იმ მნიშვნელოვან მიმართულებებს შორის, რომელსაც წყალტუბოს აღორძინებისთვის სახელმწიფო უზრუნველყოფს, არის ერთიანი მარკეტინგული სტრატეგიაც.

„ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი მიმართულება, რადგან, როგორი მსხვილიც არ უნდა იყოს კურორტის რეაბილიტაციის ფარგლებში განხორციელებული ერთი კონკრეტული საინვესტიციო პროექტი,  ვერც ერთი ცალკე აღებული ინვესტორი ვერ აიღებს მხოლოდ თავის თავზე კონკრეტული საკურორტო არეალის და მიზიდულობის ცენტრის მთლიანად საერთაშორისო ბაზარზე მარკეტინგს და მისი ცნობადობის ამაღლებას. ეს არის ჩვენი საერთო საზრუნავი, პირველ რიგში კი სახელმწიფოს საზრუნავი" - აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა სასტუმრო „რედისონში" გამართულ შეხვედრაზე, სადაც წყალტუბოს განვითარების გეგმა საჯაროდ განიხილეს. შეხვედრაში საქართველოს მთავრობისა და პარლამენტის წევრებთან ერთად, არქიტექტორები, ურბანისტები, არასამთავრობო ორგანიზაციები, ასოციაციები, ასევე ბიზნესისა და ადგილობრივი მუნიციპალიტეტების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

„ჩვენს მიერ შეიქმნება და დამუშავდება ერთიანი მარკეტინგული სტრატეგია და ამ სტრატეგიას აქტიურად განვახორციელებთ, რათა რეალურად, წყალტუბო გხდეს ერთ-ერთი კონკურენტუნარიანი, ცნობილი ჯანმრთელობის დედაქალაქი აღმოსავლეთ ევროპაში" - განაცხადა მინისტრმა.

ნათია თურნავას შეფასებით, კურორტის ერთ-ერთი უპირატესობა არის სამკურნალო წყალი, თუმცა  წყალტუბოს გააჩნია ბევრი სხვა უპირატესობაც - მათ შორის ბუნება, ჰაერი და ასე შემდეგ, თუმცა, სამკურნალო წყალი არის ის უპირატესობა, რომელიც ჯერ კიდევ ინარჩუნებს ცნობადობას, თუნდაც, პოსტსაბჭოთა სივრცეში. „სწორი მართვის და მარკეტინგის პირობებში წყალტუბოს სამკურნალო წყალი გახდება კურორტის ერთ-ერთი უძლიერესი უპირატესობა, რომელიც მოიზიდავს ახალ დამსვენებელს, ახალ ტურისტებს.  აქედან გამომდინარე, ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ შეიქმნას ერთიანი, სწორი მოდელი, თუ რა პირობებით იქნება კერძო ინვესტორისთვის ხელმისაწვდომი ეს რესურსი", - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.

შეგახსენებთ, რომ წყალტუბოს ახლებურად განვითარების საქველმოქმედო ინიციატივა მმართველი პარტიის თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა გააჟღერა. პროექტი  წყალტუბოს კურორტის  სრულ რეაბილიტაციას ითვალისწინებს.

 

 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მთავრობამ რუსეთიდან დიზელის საწვავის ექსპორტი აკრძალა, ბენზინისა და თვითმფრინავის საწვავის შემდეგ
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
სააპელაციომ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 17 წლით პატიმრობა მიუსაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics