|
2019-11-11 16:11:10, 2238 ნახვა
ეკონომიკა
თურნავა - წყალტუბოს პროექტის ფარგლებში, 20 000-ზე მეტი სამუშაო ადგილი შეიქმნება
„როგორც ეკონომიკის მინისტრმა, არ შეიძლება ხაზი არ გავუსვა, თუ რამხელა მნიშვნელობა ექნება წყალტუბოს პროექტს, სხვა უამრავ სიკეთესთან ერთად, არამარტო ტურიზმისთვის, არამედ მთლიანად რეგიონისა და ქვეყნის ეკონომიკისთვის", - ამის შესახებ ნათია თურნავამ სასტუმრო „რედისონში" წყალტუბოს განვითარების გეგმის საჯარო განხილვის მონაწილეებთან განაცხადა. ეკონომიკის მინისტრთან ერთად შეხვედრას საქართველოს ვიცე-პრემიერი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი ესწრებოდნენ. ნათია თურნავას შეფასებით, როდესაც საუბარია მინიმუმ 22 რეაბილიტირებულ ობიექტზე, რომელიც ამოქმედდება და ასევე აბსოლუტურად ახალ ობიექტებზე, რომლებიც ნულიდან შეიქმნება, იგულისხმება ძალიან მასშტაბური დასაქმება. „ეს არის, სულ მცირე, 8 000 სამუშაო ადგილი მხოლოდ არსებული ობიექტების პირობებში, ხოლო ჯამურად, ყველა პირდაპირი და არაპირდაპირი აქტივობის გათვალისწინებით, პროექტის ფარგლებში 20 000-ზე მეტი სამუშაო ადგილი შეიქმნება" - განაცხადა ნათია თურნავამ. ეკონომიკის მინისტრმა ასევე ხაზი გაუსვა თანმდევი ბიზნესების მნიშვნელობას. „ასეთი მასშტაბური კურორტი ვერ იმოქმედებს, თუ არ განვითარდება თანმდევი ბიზნესებიც -ეს არის სოფლის მეურნეობის პროდუქტების წარმოება, ასევე ავეჯის წარმოება, ენერგეტიკა, ტრანსპორტი და მნიშვნელოვანია, რომ უფრო მაღალი დატვირთვა მიეცემა ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტს. ასევე აღსანიშნავია ქუთაისის ირგვლივ არსებული თავისუფალი ეკონომიკური ზონები, რომლებიც გაცილებით მეტად დაიტვირთება და იქნება ბევრი სხვა სიკეთეც, რომელიც კომპლექსურად მოაქვს წყალტუბოს განვითარების პროექტს", - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა. „რედისონში" გამართულ განხილვაში არქიტექტორები, ურბანისტები, არასამთავრობო ორგანიზაციები, ასოციაციები, ასევე ბიზნესის, ადგილობრივი მუნიციპალიტეტების, საქართველოს პარლამენტისა და მთავრობის წარმომადგენლები მონაწილეობენ. შეგახსენებთ, რომ წყალტუბოს ახლებურად განვითარების საქველმოქმედო ინიციატივა მმართველი პარტიის თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა გააჟღერა. პროექტი წყალტუბოს კურორტის სრულ რეაბილიტაციას ითვალისწინებს.
(NS)
მთავრობამ რუსეთიდან დიზელის საწვავის ექსპორტი აკრძალა, ბენზინისა და თვითმფრინავის საწვავის შემდეგ
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
სააპელაციომ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 17 წლით პატიმრობა მიუსაჯა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)