|
2019-11-08 18:46:52, 3219 ნახვა
კომენტარი
ლევან ვასაძე - ბიძინა, თუ გეშინია და ვერ აუქმებ ამ ფილმს, გამოდი და დაგვიდექი გვერდში
„მინდა მივმართო ბიძინას და ვუთხრა, თუ შენ მართლა გეშინია, ან ვერ აუქმებ ამ ფილმს, მაშინ მოდი და დაგვიდექი ვერის ბაღში გვერდით“, - ამ სიტყვებით ბიზნესმენმა ლევან ვასაძემ, ვერის პარკში შეკრებილ თანამოაზრეებთან ერთად, პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილს მიმართა. ბიზნესმენმა ბიძინა ივანიშვილს მოუწოდა, გამოხატოს ეროვნული პოზიცია და არ უგულვებელყოს ქართველი ხალხის აღშფოთება: „მინდა მივმართო ბიძინას და ვუთხრა, თუ შენ მართლა გეშინია, ან ვერ აუქმებ ამ ფილმს, მაშინ მოდი და დაგვიდექი ვერის ბაღში გვერდით. გელოდებით აქ, ქართველი ხალხი და ამით გამოხატე შენი ეროვნული პოზიცია ამ სიბინძურის წინააღმდეგ. წამოიყვანე შენი პრემიერ-მინისტრიც, შენი თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და დაგვანახეთ, რომ არ უგუვებელყოფთ ქართველი ხალხის აღშფოთებას, ამ საშინელი ფილმით და არ ემსახურებით სატანისტურ ანტიტრადიციულ მიმდინარეობას, რომელიც ჩვენ გვანადგურებს“, - განაცხადა ვასაძემ. ამ დროისათვის, ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ ჩვენების მოწინააღმდეგეები სხვადასხვა ლოკაციაზე, მათ შორის, ვერის პარკში არიან შეკრებილი.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)