09:54 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-11-06 15:11:36, 1850 ნახვა

რეგიონი
თორნიკე რიჟვაძე: დარწმუნებული ვარ, ერთობლივი ძალისხმევით, დავძლევთ მნიშვნელოვან გამოწვევებს, რომელიც გაგვაჩნია ჩვენი ქვეყნის ოკუპაციასთან დაკავშირებით

დღეს ბათუმში ,,საქართველოს თავდაცვის და უსაფრთხოების კონფერენცია" (GDSC) ოფიციალურად გაიხსნა. კონფერენციის გახსნაში აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ მიიღო მონაწილეობა. მე-13 საერთაშორისო კონფერენციის მონაწილეებს სიტყვით მიმართეს საქართველოს პრეზიდენტმა, პარლამენტის თავმჯდომარემ, საქართველოს თავდაცვის მინისტრმა და აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ. თორნიკე რიჟვაძემ ქვეყანაში და რეგიონში კონფერენციის ჩატარების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.

,,თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენცია წლებია მნიშვნელოვანი პლატფორმაა რეგიონალური, გლობალური უსაფრთხოების და თავდაცვის კუთხით. დარწმუნებული ვარ, რომ ერთობლივი ძალისხმევით ჩვენს პარტნიორებთან ერთად დავძლევთ მნიშვნელოვან გამოწვევებს, რომელიც გაგვაჩნია ჩვენი ქვეყნის ოკუპაციასთან დაკავშირებით.

მოხარული ვარ, რომ ასეთი მნიშვნელოვანი კონფერენცია იმართება ბათუმში, რომელიც გახლავთ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ტურისტული, ლოჯისტიკური და ეკონომიკური ცენტრი აღმოსავლეთის და დასავლეთის გზაჯვარედინზე, სამხრეთს და ჩრდილოეთს  შორის'' - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

ბოლო 13 წლის განმავლობაში „საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენცია" რეგიონში უნიკალურ ფორუმად ჩამოყალიბდა, სადაც ევრო-ატლანტიკური უსაფრთხოებისა და რეგიონული სტაბილურობის წინაშე მდგარი გამოწვევები განიხილება.

კონფერენცია აერთიანებს გადაწყვეტილების მიმღებ პირებს, ექსპერტებსა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს, რომლებიც უსაფრთხოების გარემოს წინაშე მდგარ გამოწვევებთან დაკავშირებით ერთმანეთს ხედვებს გაუზიარებენ.

კონფერენციაში ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილე, ქართველი და უცხოელი პოლიტიკოსები, თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროს ექსპერტები, სამოქალაქო საზოგადოების, მედიისა და აკადემიური წრეების წარმომადგენლები მონაწილეობენ.

რიგით მე-13 „საქართველოს თავდაცვის და უსაფრთხოების კონფერენცია" (GDSC) 7 ნოემბერს დასრულდება.

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ვიტკოფი ირანთან მოლაპარაკებებისთვის კატარში გაფრინდა
შეერთებული შტატები 40 წლის შემდეგ პირველად შექმნის ახალ ბირთვულ ქობინს
აზერბაიჯანელმა პოლიტპატიმრებმა ფონ დერ ლაიენს ბაქოში ვიზიტის დროს ადამიანის უფლებების საკითხების წამოჭრისკენ მოუწოდეს
რუსეთის ელიტა ომის ესკალაციისთვის ემზადება უკრაინის მიერ რუსეთის სიღრმეში თავდასხმების შემდეგ - The Washington Post
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics