|
2019-11-06 12:09:20, 2164 ნახვა
კომენტარი
ამერიკელი კონგრესმენი: ჩვენ არ ვაღიარებთ უკანონო ოკუპაციას არც საქართველოში და არც ყირიმში
„ჩვენ არ ვაღიარებთ უკანონო ოკუპაციას არც საქართველოში და არც ყირიმში“, - ამის შესახებ ამერიკელმა კონგრესმენმა, ადამ კინზინგერმა ბათუმში მიმდინარე თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენციაზე განაცხადა. კონგრესმენის თქმით, ამერიკა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდამჭერი და მისი ნატო-ში გაწევრიანების მომხრეა. "ამერიკა მუდამ თქვენს გვერდზე დგას ტერიტორიული მთლიანობის უფლების დასაცავად. ჩვენ არ ვაღიარებთ უკანონო ოკუპაციას არც საქართველოში და ასევე, არც ყირიმის ოკუპაციას ვაღიარებთ. არ ვაღიარებთ ჰიბრიდულ ომს, რომელიც ევროპაში მიმდინარეობს. საქართველო არის თავისუფლების ყველაზე მნიშვნელოვანი მხარდამჭერი და ჩვენი პრესპიკერი. ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს ნატო-ში გაწევრიანებას. გვწამს რომ საქართველო უნდა იყოს ნატო-ს წევრი, მთელი პრივილეგიით. გვინდა დავეხმაროთ პარტნიორებს, რომ რუსული ენერგოშანტაჟისგან დამოუკიდებლები გახდნენ. ასევე, უნდა ითქვას, რომ საქართველომ მაქსიმალური წვლილი შეიტანა ავღანეთში. ეს არის მაგალითის მომცემი და ამერიკა ამისთვის მადლობას გიხდით", - განაცხადა კინზინგერმა.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)