09:54 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-11-05 17:18:23, 2558 ნახვა

რეგიონი
მთიანმა აჭარამ და სამზარეულომ ლვოველების ყურადღება მიიქცია

აჭარის ტურისტულ და საინვესტიციო პოტენციალს ლვოვში, საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმზე გაეცნენ.

ღონისძიებაზე, რომელსაც სხვადასხვა ქვეყნის 400-მდე წარმომადგენელი ესწრებოდა აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა რეგიონის ტურისტულ პროდუქტებზე, მიმდინარე ეკონომიკურ და საინვესტიციო პროექტებზე წარადგინა პრეზენტაცია.

პარალელურად, აჭარის ტურისტულმა შესაძლებლობებმა ლვოვის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე მიიქცია ვიზიტორების ყურადღება. გამოფენაზე, სადაც  დეპარტამენტი დამოუკიდებელი სტენდით იყო წარმოდგენილი, სტუმრების განსაკუთრებული ინტერესი ქართულმა სამზარეულომ და მთიანი აჭარის ტურისტულმა პროდუქტებმა გამოიწვია. აჭარის სტენდთან ვიზიტორებს საშუალება ჰქონდათ რეგიონის საიმიჯო ვიდეორგოლებსა და სარეკლამო-საპრომოციო მასალებს გასცნობოდნენ, ამასთანავე დეტალური ინფორმაცია მიეღოთ აჭარაში მოგზაურობის შესახებ.

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი რეგიონის პოპულარიზაციას საერთაშორისო ტურისტულ გამოფენებსა და ღონისძიებებზე წლის ბოლომდე გააგრძელებს. ჯამში, 2019 წელს რეგიონის ტურისტულ პროდუქტების პოპულარიზაცია 27 საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე განხორციელდება.

 

 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ვიტკოფი ირანთან მოლაპარაკებებისთვის კატარში გაფრინდა
შეერთებული შტატები 40 წლის შემდეგ პირველად შექმნის ახალ ბირთვულ ქობინს
აზერბაიჯანელმა პოლიტპატიმრებმა ფონ დერ ლაიენს ბაქოში ვიზიტის დროს ადამიანის უფლებების საკითხების წამოჭრისკენ მოუწოდეს
რუსეთის ელიტა ომის ესკალაციისთვის ემზადება უკრაინის მიერ რუსეთის სიღრმეში თავდასხმების შემდეგ - The Washington Post
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics