09:55 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-11-04 18:45:10, 2761 ნახვა

რეგიონი
თორნიკე რიჟვაძე ბათუმის ცენტრალურ ნაწილში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებს გაეცნო

თორნიკე რიჟვაძე ბათუმის ცენტრალურ ნაწილში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებს გაეცნო.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე რეგიონში ინფრასტრუქტურული პროექტების სამუშაოების მონიტორინგს განაგრძობს. თორნიკე რიჟვაძე დღეს ბათუმში, დრამატული თეატრის მიმდებარედ, საცხოვრებელი კორპუსის ფასადის შეფუთვის სამუშაოების მიმდინარეობას ქალაქის მერთან, ლაშა კომახიძესთან ერთად გაეცნო.  პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია შენობის მობათქაშება, კედლის ფილების გაკვრა, სამღებრო სამუშაოები და  ფასადის მოწყობა.  ამ ეტაპზე სადემონტაჟო სამუშაოები მიმდინარეობს.

თორნიკე რიჟვაძის თქმით, ქალაქის ცენტრალურ ნაწილში აღნიშნული ინფრასტრუქტურის მოწყობა მნიშვნელოვნად შეცვლის ქალაქის იერსახეს.

,,დღეს ბათუმის მერთან ერთად მოვინახულეთ რამდენიმე ობიექტი, სადაც ძალიან ინტენსიური სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. რუსთაველის ქუჩაზე მიმდინარეობს რამდენიმე შენობის ფასადის შეცვლა. საოცრებათა პარკში წლების განმავლობაში არსებული პრობლემა, რომელიც უკავშირდებოდა დაზიანებულ ფილებს, ერთხელ და სამუდამოდ მოგვარდება. ამ მიმართულებით ჩვენ აქტიურად ვთანამშრომლობთ ბათუმის მერიასთან. ეს იქნება ის ინფასტრუქტურული სამუშაოები, რომელიც გადაჭრის ათწლეულების განმავლობაში არსებულ პრობლემას"-აღნიშნა მთავრობის თავმჯდომარემ.

რუსთაველის ქუჩაზე მდებარე შენობა განახლებულ იერსახეს მიმდინარე წლის  ბოლოსთვის მიიღებს.

მთავრობის თავმჯდომარემ ბათუმის მერთან ერთად მოინახულა ანბანის კოშკის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები, სადაც ხორციელდება ძველი ფილების დემონტაჟი, გრუნტის შეცვლა და ბეტონის საფარის დაგების მოსამზადებელი სამუშაოები, პარალელურად მიმდინარეობს პედესტალის ფილების რეაბილიტაცია.  

(NS)

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ვიტკოფი ირანთან მოლაპარაკებებისთვის კატარში გაფრინდა
შეერთებული შტატები 40 წლის შემდეგ პირველად შექმნის ახალ ბირთვულ ქობინს
აზერბაიჯანელმა პოლიტპატიმრებმა ფონ დერ ლაიენს ბაქოში ვიზიტის დროს ადამიანის უფლებების საკითხების წამოჭრისკენ მოუწოდეს
რუსეთის ელიტა ომის ესკალაციისთვის ემზადება უკრაინის მიერ რუსეთის სიღრმეში თავდასხმების შემდეგ - The Washington Post
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics