09:54 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-11-04 15:47:42, 2805 ნახვა

რეგიონი
იმერეთის რეგიონში, წყალტუბოს რაიონის სოფელ მაღლაკში სასათბურე კლასტერი იქმნება

„წყალტუბოში ახალი ტურისტული შესაძლებლობები ჩნდება. ჩვენ გვეყოლება ათობით ათასი ვიზიტორი და ამ გაზრდილ მოთხოვნას სჭირდება ხარისხიანი ადგილობრივი პროდუქციით მომარაგება. ჩვენ ვიწყებთ ახალი პროექტის განხორციელებას - სასათბურე კლასტერის „იმერეთის აგროზონა” შექმნას. ამ პროექტს  სამინისტროში ხანგრძლივი დროის განმავლობაში ვამუშავებდით“, - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა, რომელიც წყალტუბოში იმყოფებოდა, სადაც შპს „ჰერბიას“ მიერ, სახელმწიფოს ფინანსური მხარდაჭერით შექმნილი, თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი სასათბურე მეურნეობა დაათვალიერა და რეგიონში სასათბურე კლასტერის შექმნის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, წყალტუბო ყოველთვის იყო საქართველოს სავიზიტო ბარათი.

„სამწუხაროდ, 30 წელზე მეტია,  ჩვენ ამ კურორტის გაცოცხლება ვერ შევძელით. სოციალური, კორპორატიული თუ, როგორც გსურთ, ისეთი პასუხისმგებლობა დავარქვათ ამას, მაგრამ ფაქტია, რომ ბიძინა ივანიშვილმა დაიწყო ამ კურორტის გაცოცხლება, რითაც რეგიონში ახალი შესაძლებლობები ჩნდება“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

სასათბურე კლასტერის შექმნა მიზნად ისახავს სასათბურე სექტორის, როგორც დასავლეთ საქართველოს ტრადიციული საექსპორტო დარგის საექსპორტო პოტენციალის მაქსიმალური გამოყენების სტიმულირების გზით შემოსავლების ზრდას და ახალ ბაზრებზე წვდომის ხელშეწყობას.

უახლოეს დღეებში გამოცხადდება კონკურსი საპროექტო-საკონსულტაციო მომსახურების შესყიდვაზე, რომლის შედეგადაც გამარჯვებული კომპანიის მიერ წარმოდგენილი იქნება კლასტერის განვითარების კონცეფცია და გენერალური გეგმა, რომლის მიხედვითაც დაიწყება სათანადო სამუშაოების განხორციელება.

შპს „ჰერბიამ“ სახელმწიფოს ფინანსური მხარდაჭერით, თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი სასათბურე მეურნეობა შექმნა, სადაც სხვადასხვა ჯიშის მწვანილი მოჰყავთ. პროექტის ჯამურმა ღირებულებამ 3,000,000 ლარი შეადგინა, აქედან 592,000 ლარი გრანტია, ხოლო 1,050,000 ლარი შეღავათიანი აგროკრედიტი.

ლევან დავითაშვილმა, იმერეთის გუბერნატორთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, სასათბურე მეურნეობა დაათვალიერა და სამუშაო პროცესს გაეცნო. სასათბურე მეურნეობაში წელიწადში, დაახლოებით, 1200 ტ მწვანილი მოჰყავთ,

რომლის რეალიზაციაც ადგილობრივ და საერთაშორისო ბაზრებზე ხორციელდება. სასათბურე მეურნეობაში 150 ადამიანია დასაქმებული.

აღსანიშნავია, რომ სახელმწიფოს დახმარებით, „ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში, იმერეთის რეგიონში 2 ახალი სასათბურე შეიქმნა და 34 გაფართოვდა.

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ვიტკოფი ირანთან მოლაპარაკებებისთვის კატარში გაფრინდა
შეერთებული შტატები 40 წლის შემდეგ პირველად შექმნის ახალ ბირთვულ ქობინს
აზერბაიჯანელმა პოლიტპატიმრებმა ფონ დერ ლაიენს ბაქოში ვიზიტის დროს ადამიანის უფლებების საკითხების წამოჭრისკენ მოუწოდეს
რუსეთის ელიტა ომის ესკალაციისთვის ემზადება უკრაინის მიერ რუსეთის სიღრმეში თავდასხმების შემდეგ - The Washington Post
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics