|
2019-11-04 14:57:29, 2336 ნახვა
კომენტარი
ბიძინა ივანიშვილი: „ქართუს“ გაყიდვას 3 წელიწადია ვცდილობ და ერთადერთი პირობა მაქვს – ბანკი არ უნდა დაიხუროს
„ქართუს“ გაყიდვას 3 წელიწადია ვცდილობ და ერთადერთი პირობა მაქვს – ბანკი არ უნდა დაიხუროს, ბაზარზე არსებულმა ორმა მძლავრმა მოთამაშემ არ შთანთქას იგი და უნდა იარსებოს მესამე – ძლიერმა ბანკმა“, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა „Entrepreneur საქართველოსთან“ ინტერვიუში განაცხადა. ივანიშვილის თქმით, შექმნის დღიდან ბანკი „ქართუს“ დაარსების მიზანი მოგების მიღება არ ყოფილა და გათვლილი იყო მხოლოდ იმისთვის, რომ ქვეყანაში არსებული სუსტი საბანკო სისტემისთვის დახმარება გაეწია. „არაერთხელ მითქვამს, რომ საქართველოში არასოდეს მიწარმოებია ბიზნესი კლასიკური გაგებით – ბიზნესი მოგებისთვის. ერთადერთი კომერციული ორგანიზაცია ბანკი „ქართუა“ და მასაც სხვა დატვირთვა ჰქონდა შექმნის დღიდან. ეს იყო პირველი საინვესტიციო ბანკი და მის მიმართაც ანალოგიური დამოკიდებულება მქონდა – დავაარსე, რომ ქვეყანას დავხმარებოდი, რადგან მაშინ საქართველოში ძალიან სუსტი საბანკო სისტემა იყო და ამ სისტემას დახმარება სჭირდებოდა“, - განცხადა ბიძინა ივანიშვილმა. ლიკა ბესელია
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)