2019-11-01 15:57:29, 17638 ნახვა
High - Tech
შემდეგი Galaxy Fold წინამორბედზე უფრო უცნაური იქნება
კორეულმა გიგანტმა კომპანია "სამსუნგმა", რომელსაც საქართველოში სმარტფონების გაყიდვაში პირველი ადგილი უკავია, საკუთარი "პოტ" სმარტფონის , Galaxy Fold-ის შემდეგი ვერსიის-Galaxy Fold2 პრიტიტიპი კალიფორნიაში, SDC 2019 გამოფენის ფარგლებში რენდერებზე წარადგინეს.
სმარტფონი ძველებულ გასაშლელ ტელეფონებს გვაგონებს, თუმცა ის მათგან სრულიად განსხვავდება. "სამსუნგის" თქმით ასეთი ფორმა სმარტფონს მეტ მობილურობას და ერგონომიულობას შესძენს.

Galaxy Fold "სამსუნგის" პირველი დრეკადეკრანიანი სმარტფონია, მისი ეკრანი შუაში იკეცება ,რის შედეგადაც ის კვადრატულ, პლანშეტისმაგვარ მოწპობილობად იქცევა. სამწუხაროდ დრეკადი ეკრანების ტექნოლოგია სრულპოფილი ჯერჯერობით არ არის და მას გარკვეული პრობლემები გააჩნია.
Galaxy Fold2 სავარაუდოდ მომავალი წლის შემოდგომაზე გამოვა.
ავტორი: გიორგი ბაზაევი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2010 წლიდან