|
2019-11-01 14:06:41, 2709 ნახვა
ეკონომიკა
საქართველოში საერთაშორისო განმცხადებლებს გამოგონებების დაპატენტების პროცედურა გაუმარტივდებათ
გერმანიის ქალაქ მიუნხენში საქართველოს მთავრობასა და ევროპის საპატენტო ორგანიზაციას (EPO) შორის გაფორმდა შეთანხმება ევროპული პატენტების ვალიდაციის შესახებ, რომელსაც ხელი მოაწერეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ გენადი არველაძემ და ევროპის საპატენტო უწყების პრეზიდენტმა ანტონიო კამპინოსმა. შეთანხმების თანახმად, შესაძლებელი გახდება ევროპული პატენტის საქართველოს ტერიტორიაზე ვალიდირება ერთიანი ევროპული საპატენტო განაცხადის საფუძველზე, რაც საერთაშორისო განმცხადებლებს საქართველოში გამოგონებების დაპატენტების პროცედურას გაუმარტივებს. „ვალიდაციის შეთანხმების ხელმოწერა მნიშვნელოვანი ნაბიჯია საქართველოსათვის, იგი ხელს შეუწყობს ქვეყნის ეკონომიკის შემდგომ ინტეგრაციას ევროპულ ბაზართან. შეთანხმება ასევე გაამარტივებს მოლაპარაკებებს საქართველოს ევროპის საპატენტო ორგანიზაციაში გაწევრიანებასთან დაკავშირებით. ევროპის საპატენტო ორგანიზაციის წევრობა კიდევ უფრო განამტკიცებს სამრეწველო საკუთრების დაცვას საქართველოში და ამგვარად ხელს შეუწყობს ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების შეთანხმების მიზნების განხორციელებას“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ გენადი არველაძემ. აღსანიშნავია, რომ საქართველო მიზნად ისახავს ევროპის საპატენტო ორგანიზაციში (EPO) გაწევრიანებას. შესაბამისად, ვალიდაციის შეთანხმებაზე ხელმოწერა გაამარტივებს მოლაპარაკებების პროცესს მხარეებს შორის აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით. საქართველოს EPO-ში გაწევრიანება ინვესტორებისთვის იქნება გზავნილი, რომ საქართველო ევროპული საპატენტო ოჯახის წევრია, საპატენტო უფლებები კი დაცულია ევროპის ქვეყნებში არსებული დაცვის ხარისხის შესაბამისად. ვალიდაციის შეთანხმების შესაბამისად, განმცხადებლებს შესაძლებლობა ექნებათ განახორციელონ თავიანთი ევროპული საპატენტო განაცხადებისა და ევროპის საპატენტო უწყების მიერ გაცემული პატენტების ვალიდაცია საქართველოში, მიუხედავად იმისა, რომ საქართველო არ არის ევროპის საპატენტო კონვენციის მონაწილე ქვეყანა. საქართველოში ვალიდირებულ ევროპულ განაცხადებსა და პატენტებს იგივე სამართლებრივი ძალა ექნებათ, რაც გააჩნია ქართულ განაცხადებსა და პატენტებს, ამასთან სამართლებრივი ქმედებები ვალიდირებულ ევროპულ პატენტთან დაკავშირებით დარეგულირდება ეროვნული კანონმდებლობის შესაბამისად. ევროპის საპატენტო ორგანიზაცია (EPO) წარმოადგენს ევროპის მასშტაბით მეორე უმსხვილეს საჯარო სერვისების განმახორცილებელ ორგანიზაციას. EPO ახდენს გამოგონებებზე საპატენტო განაცხადების ექსპერტიზას და გასცემს ევროპულ პატენტებს, მისი საქმიანობა მიმართულია ევროპის მასშტაბით ინოვაციის, კონკურენტუნარიანობისა და ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობისაკენ.
(NS)
მერცი: აშშ-მ გერმანიისთვის Tomahawk-ის მიყიდვას დაამტკიცა
კალაძე: ბიძინა ივანიშვილი საქართველოს უახლეს ისტორიაში მართლაც ოქროს ასოებით ჩაიწერება
ISFED-მა იმედის 26 მაისის ქარდის მომწონებლებს შორის 1 500-ზე მეტი ტროლ-ბოტი გამოავლინა
მერცის განცხადებით, გერმანიამ Tomahawk-ის რაკეტების შესყიდვის შესახებ აშშ-სთან შეთანხმებას მიაღწია
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)