|
2019-11-01 13:57:16, 2005 ნახვა
კომენტარი
რომან გოცირიძე - სინოდმა საეკლესიო გადატრიალებასთან დაკავშირებით მეუფე იაკობის განცხადება ირიბად დაადასტურა
„მეუფე იაკობის განცხადება, რომ ხელისუფლების უმაღლესი თანამდებობის პირები საეკლესიო გადატრიალებას აპირებდნენ, სინოდმა ირიბად დაადასტურა“, - ამის შესახებ ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, რომან გოცირიძემ განაცხადა. მისი თქმით, გამოძიება დაუყოვნებლივ უნდა დაწყებულიყო, თუმცა ხელისუფლებამ ეს არ გააკეთა, რადგან „თავისი დანაშაულის დაფარვა სურს“. „სინოდმა დასაჯა მეუფე იაკობი მისი ბილწსიტყვაობისათვის, არანორმატიული ლექსიკის გამოყენებისათვის, მაგრამ ფაქტობრივად, მან მიიღო ცნობად ის, რაც მან აღიარა, რომ ხელისუფლების უმაღლესი თანამდებობის პირები პრემიერ მინისტრი და ორი მინისტრი, რომლებიც ივანიშვილის გარეშე ნაბიჯს არ დგამენ აპირებდნენ საეკლესიო გადატრიალებას და მასში სასულიერო პირების ჩართვას. ეს ირიბად სინოდმაც დაადასტურა. ამ ფაქტთან დაკავშირებით დაუყონებლივ უნდა დაიწყოს გამოძიება. ხელისუფლებას არ უნდა გამოიძიოს საკუთარი დანაშაული. ფაქტობრივად, ხდება ამ დანაშაულის მიჩუმათების მცდელობა. ამ საქმეზე გამოძიების არ დაწყება ხელისუფლების მხრიდან დანაშაულის აღიარების ტოლფასია და მისი გამოძიება აუცილებლად მოხდება სხვა ხელისუფლების ხელში“, - განაცხადა რომან გოცირიძემ. შეგახსენებთ, მეუფე იაკობმა რამდენიმე დღის წინ „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა, რომ ხელისუფლების მაღალჩინოსნები მას პატრიარქის, ილია მეორის "გადაყენებაზე ეჩალიჩებოდნენ".
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)