|
2019-11-01 10:28:26, 1816 ნახვა
პოლიტიკა
დედაქალაქის მერი ჭავჭავაძის გამზირის კიდევ ერთ მონაკვეთზე მიმდინარე სამუშაოებს გაეცნო
დედაქალაქის მერი ჭავჭავაძის გამზირზე, არაყიშვილისა და თაქთაქიშვილის ქუჩებს შორის მონაკვეთზე მიმდინარე სამუშაოებს გაეცნო. კახა კალაძის განცხადებით, ადგილზე ამჟამად გაზისა და წყლის კომპანიები ცვლიან მიწისქვეშა კომუნიკაციებს, რის შემდეგაც მოეწყობა სანიაღვრე და დაიგება ასფალტის ქვედა ფენა. „ვამთავრებთ სამუშაოების კიდევ ერთ ეტაპს. ეს არის მონაკვეთი არაყიშვილისა და რამიშვილის ქუჩებიდან თაქთაქიშვილის ქუჩამდე. შეცვლილია მიწისქვეშა კომუნიკაციები და მოასფალტდება ქვედა ფენა, როგორც გამზირის დანარჩენ მონაკვეთებზე. მომდევნო ეტაპი არის კავსაძის ქუჩამდე მონაკვეთი, სადაც მუშაობა უკვე დაწყებულია და დღე და ღამის განმავლობაში მიმდინარეობს. ამ ეტაპზე მუშაობენ „თბილისი ენერჯი“ და GWP, რომლებიც ცვლიან მიწისქვეშა კომუნიკაციებს, შემდეგ განხორციელდება სანიაღვრე ქსელის, მოგვიანებით კი კეთილმოწყობის სამუშაოები და მოასფალტება. პარალელურად, ვარაზის ხევის ამოსასვლელიდან „პიქსელის“ შენობამდე ტროტუარების მოწყობა ფაქტობრივად დამთავრებულია, მიმდინარეობს თარგების მოწყობა, მალე მცენარეების დაირგვება, ბოლოს კი დავიწყებთ ელექტროგადამცემი ხაზების მიწისქვეშ ჩატანას და ახალი სანათებისა და ბოძების მონტაჟს. ბოლო ეტაპზე იქნება დახაზვის სამუშაოები, გაჩერებების მოწყობა გზის შუა ნაწილში, გადასასვლელების დახაზვა და ა.შ. სამუშაოები გაზაფხულზე მთლიანად იქნება დამთავრებული“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა. ჭავჭავაძის გამზირის სრული სარეაბილიტაციო არეალი მოიცავს 2.5 კილომეტრს. პროექტის ფარგლებში იცვლება მიწისქვეშა კომუნიკაციები და საერთო ჯამში 60 000 მ2 ფართობზე დაიგება ასფალტის ახალი საფარი. გარდა ამისა, მოეწყობა ბორდიურები, მოპირკეთდება ტროტუარი, მოეწყობა საველოსიპედე სავალი ნაწილი, ტროტუარის გასწვრივ კი დამონტაჟდება მოაჯირები და - ბოძკინტები. გამზირი სრულად ადაპტირდება შშმ პირთათვის, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად. სრულად შეიცვლება გარე განათების ქსელი და დამონტაჟდება ახალი, თანამედროვე სტანდარტების და დიზაინის ლედ განათების სისტემა. ასევე, დამონტაჟდება სახანძრო ჰიდრანტები და თანამედროვე დიზაინის მოსასვენებელი სკამები. მოეწყობა ახალი გაჩერებები და საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის გამოყოფილი ზოლი. ჭავჭავაძის გამზირის რეაბილიტაციაზე დედაქალაქის ბიუჯეტიდან 15 000 000 ლარი დაიხარჯება. დედაქალაქის მერთან ერთად ადგილზე იმყოფებოდნენ მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანი, ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსი გალაქტიონ ბუაძე, ვაკის რაიონის გამგებელი ნოდარ ტურძელაძე და საკრებულოს ვაკის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი გიორგი მუსხელიშვილი. (NS)
ტრამპმა ზელენსკისთან და ნეთანიაჰუსთან მოლაპარაკებები პროდუქტიულად შეაფასა
იაპონიაში ძლიერი მიწისძვრების სერიის შედეგად ცამეტი ადამიანი დაიღუპა
არაღჩი: უკრაინამ ირანი დაარწმუნა, რომ ირანულ გემზე თავდასხმის შემდეგ სიტუაციის ესკალაციას არ აპირებს
იანვარში მომიტინგეების სიკვდილით დასჯის გამო ირანში ახალი საპროტესტო აქციები გაიმართა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)