|
2019-10-31 19:19:41, 1956 ნახვა
კომენტარი
გიგი უგულავა ეკლესიაში განვითარებულ მოვლენებზე: პრობლემა არა ჰომესექსუალიზმია, არამედ ის, რომ ეკლესია ღვთის სახელით ტაბურეტკით დასდევდა საზოგადოებას
„პრობლემა არა ჰომოსექსუალიზმია, არამედ ის, რომ ეკლესია ღვთის სახელით ტაბურეტკებით დასდევდა ჩვენი საზოგადოების ამ მოწყვლად ჯგუფს. ამ თვალსაზრით ეს არის პრობლემა“. - განაცხადა „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგი უგალავამ წმინდა სინოდზე განვითარებულ მოვლენებზე. უგალავა აღნიშნავს, რომ თუ კი რამით აშანტაჟებს ქართულ სასულიერო პირებს ეკლესია და „ეფ ეს ბე“, იმ ბრალდებებს შეეხება, რომელიც დღეს სინოდის სხდომაზე მოვისმინეთ. „აშანტაჟებს ქართულ სასულიერო პირებს რუსული ეკლესია და რუსული „ეფ ეს ბე“, სწორედ ის ბრალდებებია, რომელიც ჩვენ დღეს მოვისმინეთ.“ - განაცხადა უგულავამ. მისი თქმით, წამოჭრილი პრობლემა კომპლექსურია და უნდა შეიცვალოს დამოკიდებულებები. „პირველი, სექსუალური ნიშნით ადამიანების დევნა უნდა მორჩეს, რის ავანგარდშიც, სამწუხაროდ ჩვენ ეკლესიის ძალიან დიდ ნაწილს ვხედავდით. მეორე, უნდა გადაისინჯოს ჩვენი ეკლესიის ურთიერთობა რუსეთის ეკლესიასთან და ისევ ვიმეორებ, ის შანტაჟის ენა, რითაც რუსეთის ეკლესია ესაუბრება ჩვენს ეკლესიას, სწორედ ამ თემებს ეხება“. - აღნიშნა გიგი უგულავამ. მოამზადა ლიკა ბესელიამ.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)