|
2019-10-31 18:19:21, 2214 ნახვა
კომენტარი
მეუფე პეტრე მოწმეებზე - ისინი არიან მსხვერპლები, ზოგი ფსიქოლოგთან დადის, ზოგი კი ფსიქიატრთან
„ისინი არიან ამ მდგომარეობის მსხვერპლი ადამიანები და საუბედუროდ, მათი რიცხვი არ არის ცოტა“, - ამის შესახებ მეუფე პეტრემ იმ მოწმეებზე საუბრისას განაცხადა, რომლებსაც მისი თქმით, დღეს გაჟღერებული ბრალდებების დადასტურება შეუძლიათ. როგორც მეუფემ აღნიშნა, მისი მოწმეების ნაწილი ფსიქიატრთან დადის, ნაწილი კი, ფსიქოლოგთან. „მე ვითხოვდი სინოდის სხდომაზე დამტკიცებას, ადამიანები მოვიდოდნენ, რომლებიც იტყოდნენ და ფაქტიურად დაადასტურებდნენ ჩემს ბრალდებას, მე ამის ყველანაირი რესურსი გამაჩნდა და ახლაც გამაჩნია. არ აქვს მნიშვნელობა ვინ არიან, ისინი არიან ამ მდგომარეობის მსხვერპლი ადამიანები და საუბედუროდ, რომელთა რიცხვიც არ არის ცოტა. ზოგი ფსიქიატრთან დადის, ზოგი ფსიქოლოგთან სამკურნალოდ, ზოგმა უკვე იმკურნალა და ასე შემდეგ, თვით ფსიქოლოგებიც კი მერე მოძღვართან მიდიან სამკურნალოდ - ასეთი ფაქტებიც გვაქვს, იმიტომ რომ ძალიან მძიმე ფსიქოლოგიური სტრესი აქვთ მიღებული", - თქვა მეუფე პეტრემ. ყოფილი მღვდელმთავრის თქმით, სინოდის სხდომაზე მონასტერში წასვლისკენ მოუწოდეს, თუმცა იგი მოთხოვნას არ დაემორჩილა. „მე მერჩივნა დავსჯილიყავი სიმართლისათვის, ვიდრე ტყუილით გავმართლებულიყავი. ვაპირებ ცხოვრების გაგრძელებას, როგორც მართალი კაცი, ღვთის, ერის და ეკლესიის წინაშე“, - აღნიშნა მეუფე პეტრემ.
მოამზადა ლიკა ბესელიამ
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)