04:06 - 05 Jul, 2026
|
2019-10-30 14:18:47, 1811 ნახვა
კომენტარი
გოგიჩაიშვილი: ამბროლაურის მერს აზარტული თამაშების გათამაშებაში „პორშეს“ მოგებას ვულოცავ - ეს სამარცხვინოა
„მინდა გამოვიყენო ეს შესაძლებლობა და ამბროლაურის მერს მივულოცო „პორშეს“ მოგება აზარტული თამაშების გათამაშებაში“, - ამის შესახებ პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა ლევან გოგიჩაიშვილმა, პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას, განაცხადა. დეპუტატმა აღნიშნულ ფაქტს სამარცხვინო უწოდა და კოლეგებს მოუწოდა, რომ "სიკვდილის ინდუსტრიაზე" იერიში მიიტანონ. „ეს არის სამარცხვინო, სირცხვილია! მივიტანოთ იერიში სიკვდილის ინდუსტრიაზე, კოლეგებო. სანამ ეს სივრცე, სანამ ეს სიკვდილის ინდუსტრია არსებობს, ასეთი სამარცხვინო რაღაცები მოხდება ჩვენს ქვეყანაში“, - აღნიშნა ლევან გოგიჩაიშვილი. ცნობისთვის, 29 ოქტომბერს ამბროლაურის მერმა, დავით მხეიძემ ერთ-ერთი ტოტალიზატორის გათამაშებაში 2019 წლის ავტომობილი „პორშე“ მოიგო.
მოამზადა ლიკა ბესელიამ
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)