|
2019-10-28 17:00:56, 3080 ნახვა
კომენტარი
გოცირიძე კიბერთავდასხმაზე: შესაძლოა „ოცნების“ „ტროლების ფაბრიკამ“ გააკეთა, რომ ენმ-ს გადააბრალოს
„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, რომან გოცირიძე არ გამორიცხავს, რომ სახელმწიფო უწყების, არასამთავრობო ორგანიზაციების და მედიასაშუალებების საიტებზე განხორციელებული კიბერშეტევის უკან "ქართული ოცნება" დგას. მისი განმარტებით, კიბერშეტევის დროს გამოიყენეს საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ფოტო, იმისათვის, რომ შემდგომ ფაქტი, „ნაციონალურ მოძრაობას“ გადააბრალონ. „კარგი იუმორი ჰქონია ჰაკერს. ვინაიდან, მიშას დაბრუნების შიში ისედაც არსებობს და ახლა უკვე შიში ყველას საკუთარ კომპიუტერებში მიუვიდა, ვგულისხმობ მაღალჩინოსნებს. შესაძლებელია, მათმა „ტროლების ფაბრიკამ“ გააკეთა, რომ შემდეგ გადააბრალონ „ნაციონალურ მოძრაობას“ ან მიშას, უკრაინიდან“, - განაცხადა რომან გოცირიძემ. აღსანიშნავია, რომ მანამდე საინფორმაციო სამსახურის უფროსმა, წამყვანმა ირაკლი ჩიხლაძემ განაცხადა, რომ „იმედსა“ და „მაესტროზე“ მაუწყებლობა შეჩერდა. ცნობისთვის, სახელმწიფო უწყებების, სასამართლოების, მედიისა და არასამთავრობოების ვებ-საიტებზე ჰაკერული თავდასხმა მოხდა. მომხდართან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტორმ გამოძიება დაიწყო.
მოამზადა ლანა მრავლაძემ
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)