|
2019-10-28 16:37:56, 3094 ნახვა
კომენტარი
კაპანაძე - კიბერთავდასხმა ხელისუფლების მიერ არის ორგანიზებული, რათა პატრიარქის ჩამოშორების თემა გადაიფაროს
კავკასიის ინტერნეტ მედია ჯგუფის (CIMG) დამფუძნებელი გიორგი კაპანაძე მედია საშუალებებზე და სხვადასხვა უწყებების ვებგვერდებზე განხორციელებულ ჰაკერულ თავდასხმას ეხმაურება. კაპანაძე არ გამორიცხავს იმ შესაძლებლობას, რომ "კრიტიკულად განწყობილი მედია საშუალებების მიმართ", თავდასხმა გამიზნულად განხორციელდა და საქმეში პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი და მისი გუნდი ფიგურირებდეს. „ფაქტობრივად პარალიზებულია ამ მომენტამდე ჩვენი საიტები. ჩემი აზრით, ეს არის ორგანიზებული ივანიშვილის ხელისუფლების მიერ, რადგან სოციალურ ქსელებში ვისაუბროთ არა იმაზე თუ როგორ ორგანიზდებოდა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქზე თავდასხმა და ჩამოშორება, არამედ ვისაუბროთ იმაზე, რომ განხორციელდა ჰაკერული თავდასხმა რამდენიმე ასეულ საიტზე. ამიტომ მგონია, რომ ეს არის შემოგდებული ამბავი და ეს არის ხელისუფლების მიერ ორგანიზებული ტყუილი“, - განაცხადა გიორგი კაპანაძემ.
მოამზადა ლიკა ბესელიამ
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)