|
2019-10-28 10:03:36, 1109 ნახვა
კომენტარი
თურნავა: საბურთალოს „სითი მოლში“ 210 მლნ ლარის ოდენობის ქართული ინვესტიცია განხორციელდა
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ მონაწილეობა მიიღო „სითი მოლი საბურთალოს" სავაჭრო-გასართობი ცენტრის ოფიციალურ გახსნაში. ცენტრი ვაჟა - ფშაველას გამზირზე მდებარეობს და 120,000 კვ. მეტრზეა განლაგებული. ცენტრის მშენებლობაში 210 მლნ ლარის ინვესტიცია განხორციელდა და 3,500 ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნა. ცენტრის გახსნაში ასევე მონაწილეობა მიიღეს თბილისის მერმა კახა კალაძემ და „სითი მოლის" ინვესტორმა, ბიზნესმენმა მინდია საბანაძემ. „სავაჭრო-გასართობი ცენტრის პროექტი ქართული ინვესტიციით განხორციელდა და მას მხარდაჭერა აღმოუჩინა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა. ასევე მნიშვნელოვანია, რომ შეიქმნა 3,500 ახალი სამუშაო ადგილი", - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)