07:51 - 29 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-10-27 21:41:40, 3014 ნახვა

პოლიტიკა
ლაგოდეხში საკრებულოს შუალედურ არჩევნებზე აქტივობამ 57.6 პროცენტი, ადიგენში 60.5, ხოლო მარტვილში 51.22 პროცენტი შეადგინა

ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში ლაგოდეხის, ადიგენისა და მარტვილის მუნიციპალიტეტებში საკრებულოს შუალედური არჩევნების დასრულებისა და ამომრჩეველთა აქტივობის შესახებ ბრიფინგი გაიმართა.

ცესკო-ს პრესსპიკერის, ანა მიქელაძის ინფორმაციით, შვიდივე საარჩევნო უბანი დროულად, საღამოს 20:00 საათზე დაიხურა.

„20:00 საათის მდგომარეობით, ამომრჩეველთა აქტივობა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში აფენის თემის ოთხ საარჩევნო უბანზე შეადგინა 57.6 პროცენტი, რაც რაოდენობის მიხედვით არის 2 413 ამომრჩეველი, ადიგენის მუნიციპალიტეტის არალის თემის საარჩევნო უბანზე 60.5 პროცენტი, რაც რაოდენობრივად 887 ამომრჩეველია, ხოლო მარტვილის მუნიციპალიტეტის კიწიის თემის ორ საარჩევნო უბანზე ამომრჩეველთა აქტივობამ შეადგინა 51.22 პროცენტი, რაც რაოდენობრივად 565 ამომრჩეველია“, – განაცხადა ანა მიქელაძემ.

მისივე თქმით, არჩევნების დღემ ყველა საარჩევნო უბანზე ჩაიარა მშვიდ გარემოში და ამომრჩევლებს შეეძლოთ, თავისუფლად გამოეხატათ საკუთარი ნება. ანა მიქელაძის ცნობით, საარჩევნო უბნებზე არც ერთი საჩივარი არ დაწერილა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
იანვარში მომიტინგეების სიკვდილით დასჯის გამო ირანში ახალი საპროტესტო აქციები გაიმართა
10-დღიანი პატიმრობა შეუფარდეს დემონსტრანტს, რომელიც საკრებულოსთან დააკავეს
ზელენსკიმ ტრამპთან Patriot-ის რაკეტების წარმოება და დიპლომატიის დაჩქარება განიხილა
ჯო უილსონი - “ქართული ოცნება” სიტყვის თავისუფლებას “სიძულვილის ენის” შეჩერების საბაბით ანადგურებს, ამ პრორუსულ, პროირანულ, პროჩინურ რეჟიმს ამერიკა ეზიზღება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics