11:02 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-10-25 13:55:44, 2899 ნახვა

რეგიონი
ბათუმის ნავსადგურში NATO-ს გემების ოფიციალური დახვედრა გაიმართა

საქართველოს ტერიტორიულ წყლებში ნატოს მუდმივმოქმედი მეორე ნაღმსაწინააღმდეგო შენაერთი (SNMCMG2) შემოვიდა. იტალიური გემის  "VESUVIO" და თურქული გემის "AMASRA"  ეკიპაჟის ხელმძღვანელობას ნავმისადგომთან აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის უფროსმა თემურ კეკელიძემ და ქალაქის მერმა ლაშა კომახიძემ უმასპინძლეს.

 „დღეს ბათუმის ნავსადგურში NATO-ს სამოკავშირეო გემების ოფიციალური დახვედრა გაიმართა. სტრატეგიული პარტნიორების ხომალდების  ვიზიტი შავ ზღვაში უკვე რეგულარული გახდა, რაც უსაფრთხო და მშვიდი რეგიონის წინაპირობაა" - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

ნატოს მუდმივმოქმედ მეორე ნაღმსაწინააღმდეგო შენაერთს კაპიტანი ალესანდრო ფალკონე ხელმძღვანელობს. 28-30 ოქტომბერს  დაგეგმილი საზღვაო წვრთნები იქნება პირველი შემთხვევა, როდესაც ნატოს საზღვაო ძალებისა და საქართველოს სანაპირო დაცვის ერთობლივი წვრთნები სამი დღის მანძილზე გაგრძელდება.

ნატოს მუდმივმოქმედი მეორე ნაღმსაწინააღმდეგო შენაერთის (SNMCMG2) ვიზიტი საქართველოში ნატოსთან არსებული წარმატებული საზღვაო თანამშრომლობის კიდევ ერთი ნათელი მაგალითია და წარმოადგენს საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებების მხარდაჭერის მორიგ დადასტურებას ალიანსის მხრიდან.

დახვედრის ცერემონიაში საქართველოში დიპლომატიური კორპუსის, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვისა და ნატოს სამეკავშირეო ოფისის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. 

 

 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კობახიძე კვლავ ცდილობს ცენზურის სამმართველოს მუშაობა გაამართლოს
კობახიძე - ბატონი ფიშერი იყო ერთადერთი ელჩი, რომელმაც არათუ არაფერი გააკეთა ამ ურთიერთობების განვითარებისთვის, არამედ ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ დაზიანებულიყო ურთიერთობები
ფიშერი - ჩვენი უფლებამოსილების ვადა საქართველოში დასრულდა - მადლობა, ბედნიერად და Auf Wiedersehen
აშშ-ის საჰაერო ძალებმა წყნარ ოკეანეში B-2-დან გაშვებული LRASM რაკეტა გამოსცადეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics