|
2019-10-25 13:25:02, 1417 ნახვა
კომენტარი
თალაკვაძე ოკუპანტების მიერ მონიტორების დაკავებაზე: ამას უნდა მოჰყვეს მკაცრი რეაგირება ევროკავშირის მხრიდან
"ეს არის პირდაპირი შეტევა უსაფრთხოებაზე და საერთაშორისო მექანიზმზე", - ასე გაოეხმაურა პარლამენტის თავჯდომარე არჩილ თალაკვაძე ოკუპანტების მიერ სოფელ წნელისთან ოკუპანტების მიერ ევროკავშირის სადამკვირვებლო მონიტორების უკანონო დაკავებას. როგორც თალაკვაძემ აღნიშნა, ხსენებულ ქმედებას ევროკავშირის მხრიდან მკაცრი რეაგირება უნდა მოჰყვეს. "ეს არის პირდაპირი შეტევა უსაფრთხოებაზე და საერთაშორისო მექანიზმზე, რომელიც უსაფრთხოების ერთ-ერთი გარანტორია ამ რეგიონში და საქართველოში. მე ვფიქრობ, ამას ძალიან მკაცრი გამოხმაურება უნდა მოჰყვეს ევროკავშირის მხრიდან და ეს არის ის მომენტი, როდესაც კიდევ ერთხელ და უფრო აქტიურად უნდა დადგეს საკითხი, რომ ევროკავშირი და საერთაშორისო მისიები იყოს დაშვებული ოკუპირებულ რეგიონებში და არა მხოლოდ საოკუპაციო ხაზის გასწვრივ“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
მოამზადა ლანა მრავლაძემ
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)