|
2019-10-24 17:47:54, 2388 ნახვა
სამართალი
„ოქრუაშვილის დაცვის წევრს იარაღი ჩაუდეს“ - ჩალაგაშვილმა პოლიციელების გვარები დაასახელა
პარტია „გამარჯვეული საქართველოს“ წევრმა გურამ ჩალაგაშვილმა ოთხ პოლიციელს, რომლებმაც მისი თქმით, ირაკლი ოქრუაშვილის დაცვის წევრს, კობა კოშაძეს „იარაღი ჩაუდეს“ ულტიმატუმი წაუყენა. მისი თქმით, თუ ისინი ორშაბათს, საღამომდე ჩვენებას არ შეცვლიან, სამშაბათს მათი ფოტოები მთელი ქვეყნის მასშტაბით გავრცელდება. „თქვენ იქნებით მიუღებელნი ყველა ადამიანისთვის, სადაც არ უნდა გამოჩნდეთ“ - მიმართა ჩალაგაშვილმა პოლიციელებს და დასტურად, მათი სახელები და გვარები, პირადი ნომრების ბოლო სამი ციფრი წაიკითხა. გარდა ამისა, მისი ინფორმაციით, ექსპერტიზის დასკვნაში წერია, რომ იარაღზე კობა კოშაძის თითის ანაბეჭდი არ აღმოჩნდა. მისივე თქმით, დნმ-ის ექსპერტიზის პასუხიც უარყოფითია. „მინდა მივმართო პროკურატურას, თადუმაძეს, უდიპლომო ადამიანს და ვუთხრა, რომ 1 კვირის წინ ჩვენ წარვადგინეთ ექსპერტიზის დასკვნა, სადაც წერია, რომ იარაღზე კობა კოშაძის თითის ანაბეჭდები არ ამოსულა. პროკურატურას ჰქონდა არგუმენტი, რომ მიმდინარეობდა ექსპერტიზა, სადაც უნდა ყოფილიყო დნმ-ის პასუხი. დღეს, ჩვენ მივიღეთ ექსპერტიზის დასვკნა, რომ იარაღზე არც დნმ-ის კვალი არ არის აღმოჩენილი კობა კოშაძის. ბატონო ივანიშვილო, ბატონო თადუმაძევ, მოგმართავთ სრული კატეგორიულობით, დაუყოვნებლივ იქნას განთავისუფლებული კობა კოშაძე საპატიმროდან. მაქვს თითოეული თვენთაგანის პირადი მონაცემები, პირადი ფოტოები და ეს აქვს ჩვენი პარტიის თითოეულ წევრს, იმისათვის რომ თქვენ დარწმუნდეთ ამაში, წავიკითხავ მხოლოდ ამ ადამიანების გვარებს, ვინაიდან გავუფრთხილდები მათი ოჯახის წევრებს. სამშაბათს, ამ ტრიბუნიდან, თუ ისინი არ შეასრულებენ ჩვენ მოთხოვნას, ყველაფერი იქნება ცნობილი საზოგადოებისთვის. ეს პოლიციელები არიან: ნეფარიძე, კოპაძე, აწყარუნაშვილი, ნიჟარაძე. თქვენ გაქვთ ვადა ორშაბათს საღამომდე, რათა მიხვიდეთ სასამართლოში კამერებისა და ტელევიზიების გარეშე, მისცეთ ჩვენება მოსამართლეს და თქვათ ვინ დაგავალათ ჩაგედოთ იარაღი და დაგეჭირათ კობა კოშაძე. წინააღმდეგ შემთხვევაში, სამშაბათს, სწორედ ამ ტრიბუნასთან მეჭირება თქვენი ოთხივეს ფოტო, რომლითაც აჭრელდება სოციალური ქსელი და გაკრული იქნება ყველგან და ყველას ეცოდინება ვინ ხართ თქვენ. თქვენ იქნებით მიუღებელი ყველა ადამიანისთვის, სადაც არ უნდა გამოჩდეთ“, - განაცხადა გურამ ჩალაგაშვილმა.
მოამზადა ლანა მრავლაძემ
ჰერჩინსკი - მსოფლიო გამოწვევებთან გამკლავებით, ევროპა მხოლოდ ძლიერდება, საქართველო მათ შორის არ არის
"თეგეტამ" Rainmaking-ისა და Startupbootcamp Georgia-ს ლიდერშიფსერიის პირველ ღონისძიებას უმასპინძლა
კახა კალაძე 4 ოქტომბრის საქმეზე მორიგ დაკავებაზე: შესაბამისი საგამოძიებო უწყებები მოწოდების სიმაღლეზე არიან, ყველამ უნდა აგოს პასუხი
კახა კალაძე ელისაშვილის განაჩენზე: როდესაც კანონს ცდები, ყოველთვის მოყვება შესაბამისი რეაგირება
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთისთვის „შორი მოქმედების სარდლობის“ შექმნის შესახებ განაცხადა
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)