|
2019-10-24 14:03:23, 1646 ნახვა
კომენტარი
ბესელია სუმბაევის რუსეთისთვის გადაცემაზე: პირის ექსტრადიცია იმ ქვეყანაში, სადაც მას წამება ელოდება, არ ხდება
პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი ეკა ბესელია ჰაკერის იაროსლავ სუმბაევის რუსული მხარისთვის გადაცემის ფაქტს ეხმაურება. ბესელიას განცხადებით, პირის გადაცემა იმ ქვეყანაში, სადაც ადამიანის უფლებები ირღვევა და ელოდება არაადამიანური მოპყრობის საფრთხე, ასეთ შემთხვევაში ექსტრადირება არ ხდება. „პირის ექსტრადიცია იმ ქვეყანაში, სადაც მას ელოდება წამების ან არაადამიანური მოპყრობის საფრთხე, სადაც არ არის გარანტირებული საქმის სამართლიანი განხილვის უფლება - ასეთ შემთხვევაშ ექსტრადირება არ ხდება. რუსეთი, რომ დემოკრატიული ქვეყანა არ არის, რუსეთში, რომ ადამიანის უფლებები ირღვევა და ეს საფრთხეები არსებობს მგონია, რომ არ არის სადაო, ამიტომ დანარჩენი კონკრეტული გარემოებების გათვალისწინებით, უნდა გადაწყვიტოს ქართულმა მხარემ, მაგრამ ისე უნდა გადაწყვიტოს, რომ არ დაარღვიოს საერთაშორისო სტანდარტის პრინციპები", - განაცხადა ბესელიამ. ცნობისთვის, საქართველომ ჰაკერი იაროსლავ სუმბაევი რუსულ მხარეს გადასცა. მოგვიანებით ფაქტს იუტიციის მინისტრი თეა წულუკიანი გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ სტრასბურგმა ექსტრადიციის შეჩერებაზე უარი თქვა.
მოამზადა ლიკა ბესელიამ
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)