|
2019-10-24 13:34:10, 1655 ნახვა
კომენტარი
ციხელაშვილი: საოკუპაციო რეჟიმის განცხადება პროვოკაციულია და დეზინფორმაციას შეიცავს
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი, საოკუპაციო რეჟიმის განცხადებას ეხმაურება. მისი თქმით, განცხადება, რომ თითქოს ქართველი სამართალდამცველები არასტაბილურობის შექმნას ცდილობენ, არის პროვოკაციული და დეზინფორმაციას შეიცავს. „ცხადია, ეს არის დეზინფორმაცია იმიტომ, რომ არანაირ მოქმედებებს ქართული მხრიდან ადგილი არ აქვს. თავისთავად განცხადება არის პროვოკაციული.“ - განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა. მანვე დასძინა, რომ ჩორჩანას მიდამოებში, საოკუპაციო ხაზთან შექმნილ ვითარებასთან დაკავშრებით, რამდენიმე ტექნიკური შეხვედრა უკვე შედგა და მომავალშიც იგეგმება. „საკითხთან დაკავშირებით, რომელიც ეხება ჩორჩანას მიდამოებს, იცით რამდენიმე ტექნიკური შეხვედრა გაიმართა და ასეთი ტექნიკური შეხვედრა ჩანიშნული გახლავთ. ცხადია ჩვენი პარტნიორების მონაწილეობით კიდევ ერთხელ ქართული მხარე თავის პოზიციას დააფიქსირებს.“ - განაცხადა მინისტრმა.
მოამზადა ლანა მრავლაძემ
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)