15:22 - 09 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-10-23 15:06:30, 1809 ნახვა

ეკონომიკა
კომპანია Milaha-ს აღმასრულებელი დირექტორი: საქართველოს აქვს რეგიონებს შორის დაკავშირების ბრწყინვალე შესაძლებლობა და პოტენციალი

თბილისში მიმდინარე „აბრეშუმის გზის ფორუმის" ფარგლებში სადისკუსიო პანელზე „ინვესტიცია წარმატებისთვის" ყატარის ერთ-ერთი უმსხვილესი საზღვაო გადამზიდავი კომპანიის Milaha-საღმასრულებელმა დირექტორმა საქართველოში უცხოური კომპანიებისთვის ხელსაყრელ საინვესტიციო შესაძლებლობებზე ისაუბრა.

აბდულაჰმან ესა ალ-მანაის განცხადებით, საქართველო რეგიონში გამორჩეული ქვეყანაა.

,საქართველოში  ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა იმ მიდგომებმა და მიმართულებებმა, რომლის მიხედვითაც დღეს ეს ქვეყანა წინ მიიწევს. როგორც იცით, ჩვენ დავიწყეთ პირველი ევროპული პროექტი,  ეს არის საკონტეინერო გადაზიდვები საბერძნეთს-თურქეთს-საქართველოსა და რუსეთს შორის. რაც შეეხება მარკეტინგულ და საბაზრო მიმართულებას, საქართველოს ამ მიმართულებით ძალიან ბევრი უპირატესობა აქვს. საქართველოს აქვს რეგიონებს შორის დაკავშირების ბრწყინვალე  შესაძლებლობა და პოტენციალი. ვფიქრობ ამ მიმართულებით საქართველოს შეუძლია  კიდევ უფრო გაიუმჯობესოს პოზიციები", - აცხადებს აბდულაჰმან ესა ალ-მანაი.

 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინამ ბოლო 4 დღეში აზოვის ზღვაში 35 რუსულ ტანკერს დაარტყა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ბათუმში მეწარმე ქალებისთვის ელ. კომერციის ვორქშოპი გაიმართება
ევროკომისარი აზერბაიჯანის პროკურატურისგან აფგან სადიგოვის დაკავებაზე განმარტებას ითხოვს
ლიტერატურული პრემია „საბას“ 2026 წლის ფინალისტები ცნობილია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics