|
2019-10-23 13:58:21, 1764 ნახვა
კომენტარი
ელისაშვილი: ზურაბიშვილს 1 თვე აქვს იმისთვის, რომ შეწყალების კომისია ნორმალური ადამიანებით დააკომპლექტოს ან გადადგეს
"სალომე ზურაბიშვილს ერთი თვე აქვს იმისთვის, რომ შეწყალების კომისია ნორმალური ადამიანებით დააკომპლექტოს, წინააღმდეგ შემთხვევაში უნდა გადადგეს", - ამის შესახებ „სამოქალაქო მოძრაობის“ ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა განაცხადა. ელისაშვილი შეწყალების საკითხზე მორატორიუმის გაუქმებას და კომისიის ამოქმედებას ითხოვს. "მიუხედავად იმისა, რომ წლებია აღარ ვარ შეწყალების კომისიაში, უამრავი ადამიანი მწერს და მეკითხება, იქნება თუ არა პრეზიდენტის შეწყალება. მას აქვს ერთი თვე იმისთვის, რომ ნორმალური ადამიანებით დააკომპლექტოს შეწყალების კომისია, შესაბამისად, აამოქმედოს შეწყალების კომისიის დებულება და ის კრიტერიუმები, რომლის შემუშავებასაც უზარმაზარი ენერგია მოვახმარეთ და ერთი თვის თავზე, ის ადამიანები, ვინც ნამდვილად იმსახურებენ შეწყალებას ან მძიმე ავადმყოფები, ან მრავალშვილიანი ოჯახის მშობლები, რომლებსაც მსუბუქი დანაშაული აქვთ ჩადენილი და გარკვეული ნაწილ სასჯელის მოხდილი აქვთ, მათდამი გამოავლინოს ჰუმანურობა", - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.
მოამზადა გიორგი ჩაფიძემ
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)