11:02 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-10-23 13:00:56, 1187 ნახვა

რეგიონი
შუახევში სოფლად მცხოვრები ქალების საერთაშორისო დღე აღინიშნა

შუახევში, კვირეულის ფარგლებში - სოფლად მცხოვრები ქალების საერთაშორისო დღე აღინიშნა. სოფლად მცხოვრები ქალების საერთაშორისო დღე საზოგადოებას შეახსენებს, თუ რამდენად ფასეული და დასაფასებელია ქალი საზოგადოებრივ ცხოვრებაში.

შეხვედრას ესწრებოდნენ მუნიციპალიტეტში მცხოვრები ქალბატონები, ომში დაღუპული გმირებისა დედები და მარტოხელა დედები, ფერმერი ქალები.

ქალბატონებს, სოფლად მცხოვრები ქალების საერთაშორისო დღე შუახევის მერმა ფრიდონ ფუტკარაძემ, მერის მოადგილე რუსუდან შავაძემ და საკრებულოს წევრმა ფატი ჭაღალიძემ მიულოცეს და სიმბოლური საჩუქრები გადასცეს.

შეხვედრაზე, აჭარის მედიაცენტრის ხელმძღვანელმა თამილა დოლიძემ ისაუბრა ქალის როლის მნიშვნელობაზე ადგილობრივ თვითმართველობასა და საზოგადოებრივ საქმიანობაში.

აღსანისნავია, რომ წელს პირველად მუნიციპალიტეტში განახორციელდა ადგილობრივი ბიუჯეტით მიზნობრივი პროგრამა: ,,სოფლად მცხოვრებ ქალთა სოციალურ-ეკონომიკური გაძლიერება“.

ღონისძიება შუახევის ,,ქალთა ოთახის" მხარდაჭერითა და ორგანიზებით მოეწყო.

 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კობახიძე კვლავ ცდილობს ცენზურის სამმართველოს მუშაობა გაამართლოს
კობახიძე - ბატონი ფიშერი იყო ერთადერთი ელჩი, რომელმაც არათუ არაფერი გააკეთა ამ ურთიერთობების განვითარებისთვის, არამედ ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ დაზიანებულიყო ურთიერთობები
ფიშერი - ჩვენი უფლებამოსილების ვადა საქართველოში დასრულდა - მადლობა, ბედნიერად და Auf Wiedersehen
აშშ-ის საჰაერო ძალებმა წყნარ ოკეანეში B-2-დან გაშვებული LRASM რაკეტა გამოსცადეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics