|
2019-10-23 12:53:06, 987 ნახვა
ეკონომიკა
აკაკი საღირაშვილი: ჩვენი სატრანსპორტო კორიდორის დიჯიტალიცაზია შეამცირებს მომსახურების დროს და კონკურენტუნარიანობას გაზრდის
„ერთ-ერთი ძირითადი თემა, რაც აბრეშუმის გზის ფორუმის ფარგლებში იქნა განხილული, იყო სატრანსპორტო-ლოგისტიკური საკითხები, გვქონდა როგორც ორმხრივი, ასევე მრავალმხრივი შეხვედრები რეგიონის ქვეყნების წარმომადგენლებთან, განსაკუთრებული ფოკუსირება გავაკეთეთ იმ ქვეყნებთან ურთიერთობების გაღრმავებაზე, რომლებიც ჩვენს კორიდორში წარმოადგენენ მნიშვნელოვან რგოლს", - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, აკაკი საღირაშვილმა მედიის წარმომადგენლებთან განაცხადა. მისი განცხადებით, სატრანსპორტო კორიდორების წევრები ერთხმად მხარს უჭერენ პროცესს, რომ მოხდეს კორიდორის დიჯიტალიზაცია. „ეს პროცესი ჩვენ უკვე დაწყებული გვაქვს, ამაზე ძალიან ინტენსიურად ვმუშაობთ და ყველამ ცალსახად აღნიშნა, რომ დიჯიტალიზაციის გარეშე ჩვენი კორიდორის კონკურენტუნარიანობა სხვა კორიდორებთან ვერ შედგება. შესაბამისად, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საჯარო და კერძო სერვისები ერთი პლატფორმის ქვეშ გავაერთიანოთ, რაც შეამცირებს მომსახურების დროს და გაზრდის კონკურენტუნარიანობას. ამიტომ შევთანხმდით, რომ ჩამოვაყალიბოთ სამუშაო ჯგუფი ამ მიმართულებისთვის" - აღნიშნა აკაკი საღირაშვილმა. მინისტრის მოადგილის თქმით, შესაძლოა ასევე გადაიხედოს კორიდორის სატარიფო პოლიტიკა, სადაც შეიძლება საჭირო იყოს გარკვეული კორექტირება. „უახლოეს მომავალში დავასრულებთ კვლევას საბორნე და საფიდერო მიმოსვლის შესახებ, რის შემდეგაც შეგვეძლება ჩვენს პარტნიორებთან ერთად დავსახოთ ამოცანები, რა მიმართულებით ვიმუშავოთ. შესაბამისად, ისეთი ღონისძიებები, როგორიც არის თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი, იძლევა კარგ საშუალებას, არსებული თუ სამომავლო გეგმები განვიხილოთ უშუალოდ გადაწყვეტილების მიმღებ პირებთან" - განაცხადა საღირაშვილმა. თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი 22 ოქტომბერს გაიხსნა და 23 ოქტომბერს დასრულდება. ღონისძიებაში მსოფლიოს 60-მდე ქვეყნის 2000-ზე მეტი დელეგატი მონაწილეობს. ფორუმი წარმოადგენს მაღალი დონის დიალოგს მთავრობებსა და ბიზნესებს შორის. ასევე საუკეთესო პლატფორმაა სახელმწიფოს, ორგანიზაციებსა და ბიზნესის წარმომადგენლებს შორის ორმხრივი და მრავალმხრივი შეხვედრებისთვის.
(NS)
უტა ბერიას ფილმის ,,ცრემლსადენი გაზი" მსოფლიო პრემიერა ლოკარნოს კინოფესტივალის სექციაში შედგება
გაატარეთ ზაფხულის ცხელი დღეები SOLO-სთან ერთად - Iveria Beach-ზე მუსიკალური ღონისძიებების სერია იწყება
HRW საქართველოში არასამთავრობო ორგანიზაციების მდგომარეობაზე ანგარიშს აქვეყნებს
უკრაინამ ბოლო 4 დღეში აზოვის ზღვაში 35 რუსულ ტანკერს დაარტყა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)