|
2019-10-23 12:37:32, 1567 ნახვა
საზოგადოება
კალაძე: შეგვიძლია ვთქვათ, რომ ტაქსების რეფორმა შედგა და პროცესი წარმატებით მიმდინარეობს
დედაქალაქში, A კატეგორიაში რეგისტრირებული ტაქსების რაოდენობა უკვე 11 000-ს აღწევს, ხოლო მუნიციპალიტეტიდან გაცემულია 9000-მდე ტაქსის მანათობელი ნიშანი. როგორც დედაქალაქის მერმა განაცხადა, ტაქსის რეფორმა, რომელიც წარმატებით განხორციელდა, საზოგადოებრივი ტრანსპორტის განახლებასთან და მეტროს რეაბილიტაციასთან ერთად, სატრანსპორტო პოლიტიკის ნაწილია. „მიუხედავად იმისა, რომ ოპონენტების მხრიდან მოდიოდა შემოტევები ამ რეფორმაზე, თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ რეფორმა შედგა. დღეს, ქალაქში მოძრაობს 11 000-მდე ტაქსი. პირველი დღეების განმავლობაში გაცილებით ნაკლები, 2000-მდე იყო, თუმცა მათი რაოდენობა გაიზარდა და გასულ კვირას უკვე 8000-მდე ტაქსი ემსახურებოდა მოსახლეობას. ყოველდღიურად იმატებს ტაქსების რიცხვი და ჩვენ ყველას ვაძლევთ შესაძლებლობას, ჩაერთოს ამ რეფორმაში. პირველ რიგში, მწყობრში მოიყვანოს თავისი ავტომობილი, რადგან რეგისტრირებული ტაქსების დაახლოებით 30 პროცენტმა ვერ გაიარა ტექდათვალიერება. ასეთი ტაქსების გადაადგილება პრობლემას წარმოადგენს მძღოლებისთვის და მგზავრებისთვის. თუ მძღოლები მოაწესრიგებენ ავტომობილებს იმ სტანდარტის შესაბამისად, რაც ჩვენ გვაქვს გაცხადებული, რა თქმა უნდა, მათ მიეცემათ შესაძლებლობა, დარეგისტრირდნენ A კატეგორიაში ან B კატეგორიაში გააგრძელონ მუშაობა“, - განაცხადა კახა კალაძემ. მისივე თქმით, მუნიციპალიტეტი, საჭიროების შემთხვევაში დამატებით შეისყიდის ტაქსის მანათობელ ნიშნებს. „დღისათვის, 9000-მდე მანათობელი არის გაცემული. ვფიქრობ, ძალიან ლამაზია და მოუხდა ქალაქს. მგზავრებსაც მარტივად შეუძლიათ განასხვავონ დაკავებული და თავისუფალი ტაქსი. თუ გაიზრდება A კატეგორიის ტაქსების რიცხვი, დამატებით შევისყიდით მანათობლებს“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.
(NS)
ლაშა ფარულავა - ოცნების რეჟიმმა საქართველო რუსული და ირანული სისხლიანი ფულის კრიპტო-სამრეცხაოდ აქცია
შს სამინისტრო 2014 წელს, დუშეთის მუნიციპალიტეტში გაუჩინარებული არასრულწლოვანის, გურამ დადიანიძის საქმის გამოძიების შესახებ, ასევე გავრცელებულ ვიდეოსთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს
„პეტრიოტის“ მწარმოებლები შიშობენ, რომ უკრაინა გააუმჯობესებს და შეამცირებს რაკეტების ღირებულებას - მედია
გივი მიქანაძე – სასკოლო ფორმის ტარება ემსახურება თანასწორობას
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
რუსეთმა ხარკოვში მაღალსართულიან შენობას რაკეტები დაარტყა, რის შედეგადაც სულ მცირე ექვსი ადამიანი დაიღუპა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)