|
2019-10-21 18:55:26, 2281 ნახვა
ეკონომიკა
უზბეკეთის ვიცე-პრემიერი - გვინდა ტურიზმის კუთხით საქართველოს გამოცდილება შევისწავლოთ
ჩემთვის მნიშვნელოვანია საქართველოში ვიზიტი, ვინაიდან ამ ქვეყანასთან ტრადიციულად მეგობრული და საქმიანი ურთიერთობა გვაკავშირებს, - ამის შესახებ უზბეკეთის პრემიერ-მინისტრის მოადგილე ელიორ განიევმა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრთან, ნათია თურნავასთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. შეხვედრას საქართველოს ეკონომიკის მინისტრის მოადგილეები აკაკი საღირაშვილი და ნიკოლოზ ალავიძე, ასევე უზბეკეთის დელეგაციის წევრები დაესწრნენ. ელიორ განიევის განცხადებით, ეკონომიკის მინისტრთან შეხვედრაზე ორმხრივი სავაჭრო საკითხები და საქართველო-უზბეკეთს შორის ორმხრივი თანამშრომლობის პერსპექტივები განხილეს. მისივე თქმით, მისასალმებელია, რომ ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ბრუნვა ბოლო 9 თვის განმავლობაში 15%-ით არის გაზრდილი. „ასევე ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, საქართველოს შთამბეჭდავი მიღწევები ტურიზმის სექტორში. ჩვენ გვინდა შევისწავლოთ საქართველოს გამოცდილება ტურიზმის კუთხით და მოვახდინოთ სინერგია როგორც ტურიზმის, ასევე ტრანსპორტისა და ვაჭრობის სფეროში", - განაცხადა ელიორ განიევმა. უზბეკეთის დელეგაცია პრემიერ-მინისტრის მოადგილის ხელმძღვანელობით „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმში" მონაწილეობის მიზნით ჩამოვიდა. ელიორ განიევის თქმით, „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი" მნიშვნელოვანი ღონისძიებაა, რომლის მიმართ დაინტერესებას უამრავი ქვეყანა იჩენს და წელს რეკორდული რაოდენობის დელეგატი მონაწილეობს. „ეს ფორუმი შესანიშნავი საშუალებაა, განვიხილოთ სატრანსპორტო კომუნიკაციის განვითარება. ფორუმის ფარგლებში ვაჭრობის საკითხების განხილვა დაგვეხმარება ჩამოვაყალიბოთ ეფექტური სატრანსპორტო ურთიერთობა, რადგან ეფექტური კორიდორის გარეშე ვაჭრობის განვითარება შეუძლებელია", - აღნიშნა უზბეკეთის პრემიერ-მინისტრის მოადგილემ.
(NS)
უტა ბერიას ფილმის ,,ცრემლსადენი გაზი" მსოფლიო პრემიერა ლოკარნოს კინოფესტივალის სექციაში შედგება
გაატარეთ ზაფხულის ცხელი დღეები SOLO-სთან ერთად - Iveria Beach-ზე მუსიკალური ღონისძიებების სერია იწყება
HRW საქართველოში არასამთავრობო ორგანიზაციების მდგომარეობაზე ანგარიშს აქვეყნებს
უკრაინამ ბოლო 4 დღეში აზოვის ზღვაში 35 რუსულ ტანკერს დაარტყა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)