|
2019-10-21 15:35:46, 1930 ნახვა
ეკონომიკა
თურნავა: რუსთავის აზოტის ქარხანა საქართველოს არა მხოლოდ ერთ-ერთი მსხვილი, არამედ ყველაზე ენერგოეფექტური საწარმოა
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტმა ნათია თურნავამ რუსთავში, სს „რუსთავის აზოტის" კონდენსაციური ელექტროსადგურის ოფიციალურ გახსნაში, რომელიც საწარმოს ენერგოხარჯებს 20 პროცენტით შეამცირებს. სადგური აღჭურვილია Siemens - ის ორთქლის ტურბინის გენერატორით, რომლის სიმძლავრეც 9 მვტ-ია. „მიხარია, რომ მომეცა შესაძლებლობა, მომელოცა რუსთავის აზოტისთვის ახალი ენერგოეფექტური ტექნოლოგიების დანერგვა. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ჩვენი ენერგეტიკული რეფორმა სწორი მიმართულებით ვითარდება. მსხვილ ენერგომომხმარებელ საწარმოებში, როგორიცაა „რუსთავის აზოტი" ენერგოეფექტური ტექნოლოგიები ინერგება. ორთლის რესურსი, რომელიც იფრქვეოდა ატმოსფეროში, იმუშავებს საწარმოს სასარგებლოდ. ამით 20 პროცენტით ელექტროენერგიის მოხმარებას, ხოლო გამოთავისუფლებული ფულადი რესურსები მოხმარდება საწარმოში დასაქმებული 2000 ადამიანის ხელფასის გაზრდას," - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა. მისი თქმით, სადღეისოდ, რუსთავის აზოტის ქარხანა საქართველოს არა მხოლოდ ერთ-ერთი მსხვილი, არამედ ერთ-ერთი ყველაზე ენერგოეფექტური საწარმოა. აღსანიშნავია, რომ გენერატორი ელექტროენერგიას იმ ორთქლის მეშვეობით გამოიმუშავებს, რომელიც აზოტმჟავას საამქროს მიერ ტექნოლოგიურ პროცესში ადგილზე გამოიყოფა და აქამდე არ გამოიყენებოდა. ელექტროსადგური საწარმოს წარმოებისთვის საჭირო მთლიანი ელექტროენერგიის 20 პროცენტს უზრუნველყოფს. კონდენსაციური ელექტროსადგურის პროექტისთვის „რუსთავის აზოტმა" 5,5 მლნ აშშ დოლარის ინვესტიცია განახორციელა.
(NS)
უტა ბერიას ფილმის ,,ცრემლსადენი გაზი" მსოფლიო პრემიერა ლოკარნოს კინოფესტივალის სექციაში შედგება
გაატარეთ ზაფხულის ცხელი დღეები SOLO-სთან ერთად - Iveria Beach-ზე მუსიკალური ღონისძიებების სერია იწყება
HRW საქართველოში არასამთავრობო ორგანიზაციების მდგომარეობაზე ანგარიშს აქვეყნებს
უკრაინამ ბოლო 4 დღეში აზოვის ზღვაში 35 რუსულ ტანკერს დაარტყა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)