|
2019-10-21 14:14:25, 2037 ნახვა
კომენტარი
სალია R2-ის წილების დაყადაღებაზე: მას შემდეგ, რაც დოკუმენტებს მივიღებთ, იურიდიულ მოქმედებებს განვახორციელებთ
„რუსთავი 2-ის“ 100%-იანი წილის მფლობელის ქიბარ ხალვაშის ადვოკატი და ტელეკომპანიის გენერალური დირექტორი პაატა სალიამ 60%-იანი წილის დაყადაღების საქმეს გამოეხმაურა. სალიას თქმით, მათთვის ცნობილია სასამართლოს გადაწყვეტილება, თუმცა დოკუმენტაციის გადაცემის შემდეგ იურიდიული სამსახური ამ საქმეში ჩაერთვება და მედიას მეტ ინფორმაციას მიაწვდის. „როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი სასამართლომ წარმოებაში მიიღო აქიმიძე-დვალის სარჩელი, რომლითაც ისინი ითხოვენ 60%-იანი წილის დაბრუნებას, რომელიც დღეს ქიბარ ხალვაშის სახელზე არის აღრიცხული. სასამართლომ მიიღო განჩინება ამ წილების დაყადაღების თაობაზე. ამ ეტაპზე ჩვენ სხვა ინფორმაცია არ გვაქვს. მას შემდეგ, რაც მივიღებთ შესაბამისს დოკუმენტებს, განვახორციელებთ იურიდიულ მოქმედებებს“, - განაცხადა სალიამ „ტვ პირველის“ ეთერში. ცნობისთვის, სასამართლომ „რუსთავი 2“-ის 60%-იან წილს ყადაღა დაადო.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)