06:56 - 05 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-10-21 13:56:06, 1669 ნახვა

კომენტარი
ხაზარაძის ადვოკატი „მუქარის წერილზე“: არავის უთქვამს, რომ ბრალდების მთავარი ადრესატი გიორგი გახარიაა

"არავის უთქვამს, რომ ბრალდების მთავარი ადრესატი არის გიორგი გახარია", - ამის შესახებ საზოგადოებრივი მოძრაობა „ლელოს“ დამფუძნებლის, მამუკა ხაზარაძის ადვოკატმა ზვიად კორძაძემ განაცხადა.

ადვოკატის განმარტებით, პროკურატურამ უნდა დაადგინოს იყო თუ არა გახარია მუქარის ავტორი და მან უბრალოდ წერილი გამოატანა ხაზარაძესთან. 

"არავის არ უთქვამს რომ ბრალდების მთავარი ადრესატი არის გიორგი გახარია. ჩვენ ყოველთვის ვამბობთ, რომ წერილი გადმოგვეცა გიორგი გახარიასგან. შესაბამისად, ბრალდების მთავარი ადრესატი ის კი არაა ვისგან გადმოგვეცა წერილი, არამედ ის ვისგანაც მოდიოდა ეს მუქარა, ეს არის გამოძიების დასადგენი. გახარია იყო მუქარის ავტორი, თუ პირი რომელმაც წერილი გამოატანა, ეს ჩვენი საქმე არაა და არ ვიცით. მამუკა ამბობს იმას რაც იცის - წერილი მოვიდა გიორგი გახარიასგან“, - აღნიშნა ადვოკატმა.

 





ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
„ახლა ჩვენი ჯერია“: ბაიდენმა ამერიკული გზის დაუმთავრებელ ბუნებაზე ისაუბრა
ტრამპი ხამენეის დაკრძალვაზე: ჩვენ შეგვიძლია ყველა ერთი დარტყმით გავანადგუროთ
ელენე ხოშტარიას მიმართვა ALDE-ს - რუსეთი ცდილობს დაამარცხოს ევროპა საქართველოში
ALDE-მ საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics