|
2019-10-19 14:28:12, 2798 ნახვა
კომენტარი
გახარია სპორტსმენებს: იცოდეთ, თუ რამის გაკეთებას ვერ გავწვდებით, არც ამის პირდაპირ თქმას მოვერიდები
"მინდა იცოდეთ, რომ აქ ნათქვამი სიტყვა შესრულდება და თუ რამის გაკეთებას ვერ გავწვდებით, არც ამის პირდაპირ თქმას მოვერიდები", - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ გორში, სპორტის სფეროს წარმომადგენლებთან შეხვედრისას განაცხადა, სადაც სპორტსმენების საჭიროებებს გაეცნო. მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა სპორტის განსაკუთრებულ როლს შიდა ქართლის რეგიონისთვის. „შემთხვევითი არ არის, რომ რეგიონებში სიარული დავიწყეთ ქართლით. აქ ძალიან მძიმე საოკუპაციო ხაზი გვაქვს. შემთხვევითი არ არის რომ ქართლიდან დავიწყეთ გორით, იმიტომ, რომ ამ ქალაქს თავისი წარსული, თავისი ისტორია, თავისი ადგილი და სიტყვა აქვს ჩვენი ქვეყნის წარსულშიც და დღევანდელ დღეშიც. არც ის გეწყინებათ ალბათ, რომ პირველი ჯერ პედაგოგებს შევხვდით, შემდეგ მედიკოსებს და ახლა სპორტსმენებს. სინამდვილეში ამას აქვს მარტივი ახსნა - ჯანსაღ სხეულში ჯანსაღი სულია და ამის ყველაზე კარგი განსახიერება ხართ თქვენ. ჯანმრთელობა და განათლება - ეს უნდა იყოს ჩვენი ყველაზე მნიშვნელოვანი პრიორიტეტები. ჩვენი ყველაზე დიდი პასუხისმგებლობა არის ჩვენი ბავშვების, ახალგაზრდობის და ჩვენი ღვაწლმოსილი მოხუცების წინაშე, რაც მთავრობის პირდაპირი პოზიტიური ვალდებულებაა, რომ ამ ხალხს ეფექტურად ემსახუროს", - განაცხადა გიორგი გახარიამ.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)