|
2019-10-18 10:26:08, 689 ნახვა
საზოგადოება
შინაგან საქმეთა სამინისტრო აგრძელებს საინფორმაციო კამპანიას, სახელწოდებით - „ნუ წაართმევ ბავშვობას“
შინაგან საქმეთა სამინისტრო აგრძელებს საინფორმაციო კამპანიას, სახელწოდებით -„ნუ წაართმევ ბავშვობას". აღნიშნული კამპანიის მიზანია ბავშვთა ნაადრევი ქორწინების ხელშემწყობი დანაშაულების აღმოფხვრა, ამ პრობლემასა და პოლიციისთვის დროულად შეტყობინების საკითხებზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლება. 2018 წელს არასრულწლოვანთა ნაადრევ ქორწინებასთან დაკავშირებულ 180-მდე ფაქტზე დაიწყო გამოძიება. უმეტესად, სამართალდამცავი ორგანოების ინფორმირება ხდება შემთხვევიდან რამდენიმე თვის გასვლის შემდეგ, რაც ართულებს ეფექტიან და დროულ რეაგირებას. ამ მხრივ, მთავარ გამოწვევას წარმოადგენს საზოგადოების ინფორმირების ნაკლებობა. მოქალაქეთა ცნობიერების ამაღლების მიზნით, კამპანიის ფარგლებში დაგეგმილია სხვადასხვა ღონისძიება, მათ შორის, შეხვედრები რეგიონების მოსახლეობასთან, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან, სკოლის მოსწავლეებსა და მასწავლებლებთან, ასევე, სხვა დაინტერესებულ პირებთან. აღნიშნულ შეხვედრებში მონაწილეობას მიიღებენ ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტის თანამშრომლები, ადგილობრივი პოლიციელები, განათლების, მეცნიერების კულტურისა და სპორტის სამინისტროს, მანდატურის სამსახურის, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, სახალხო დამცველის აპარატის, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები. კამპანიის ფარგლებში დამზადდა საინფორმაციო ბუკლეტები და სტიკერები, რომლებსაც საპატრულო პოლიციის თანამშრომლები და მართლწესრიგის ოფიცრები თბილისსა და რეგიონებში მოსახლეობას გადასცემენ და კამპანიის მიზნებს გააცნობენ. საინფორმაციო კამპანია 18 დღის განმავლობაში გაგრძელდება. ის გაეროს მოსახლეობის ფონდის მხარდაჭერით, გაეროს ერთობლივი პროგრამის - „გენდერული თანასწორობისათვის" ფარგლებში ხორციელდება.
(NS)
ლიკლიკაძე - მძიმე წარსულზე ლაპარაკისას, ადამიანს შეიძლება ცდომილება მოუვიდეს
ბოლო ერთი თვის განმავლობაში, საარსებო შემწეობა კიდევ 7 235 საქართველოს მოქალაქეს შეუწყდა
ყაზახეთი განიხილავს ნავთობის ექსპორტის დამატებით მარშრუტებს, მათ შორის ბაქო-თბილისი-ჯეიჰანს
თურქეთის პარლამენტის წევრებმა ანკარას მოუწოდეს, აღიაროს აფხაზური პასპორტები
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
რუსეთმა ხარკოვში მაღალსართულიან შენობას რაკეტები დაარტყა, რის შედეგადაც სულ მცირე ექვსი ადამიანი დაიღუპა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)