|
2019-10-17 15:17:17, 1386 ნახვა
საზოგადოება
როგორ გადაურჩა დემონტაჟს ფრანგული არქიტექტურის „მახინჯი იხვის ჭუკი“?
2019 წელს ეიფელის კოშკს 130 წელი შეუსრულდა - ეს საკმაოდ სოლიდური ასაკია იმის გათვალისწინებით, რომ კოშკი დროებითი ნაგებობა უნდა ყოფილიყო და აგებიდან, მაქსიმუმ, 20 წლის შემდეგ მისი დემონტაჟი უნდა მომხდარიყო. დღეს ეიფელის კოშკი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ღრსშესანიშნაობაა. მას წელიწადში 7 მლნ მნახველი ჰყავს. მაგრამ ყოველთის ასე არ ყოფია. მშნებლობის დაწყებისთანავე საფრანგეთის შემოქმედებითი ინტელიგენცია ითხოვდა, შეჩერებულიყო ამ მახინჯი მეტალის კონსტრუქციის აგება, რომელიც პარიზის განუმეორებელ სტილს არღვევდა. როგორ მოხერხდა ეიფელის კოშკის შენარჩუნება?
1889 წელს, პარიზში დაგეგმილი მსოფლიო გამოფენისთვის, რომელიც საფრანგეთის რევოლუციის 100 წლისთავს მიეძღვნა, ქალაქის ადმინისტრაციამ გამოაცხადა კონკურსი ისეთ სამშენებლო ნაგებობაზე, რომელიც საფრანგეთის ტექნიკური და საინჟინრო მიღწევების განსახიერება იქნებოდა. სწორედ ამ კონკურსის დამსახურებაა ეიფელის კოშკის არსებობა. მის ავტორად ფრანგი ინჟინერ-მშენებელი გუსტავ ეიფელი მიიჩნევა. იმ დროისთვის იგი უკვე ცნობილი იყო თავისი რკინის მასიური კონსტრუქციებით. მისი დაპროექტებული იყო თავისუფლების ქანდაკების შიდა კარკასი და რამოდენიმე სარკინიგზო ხიდი, მათ შორის - ცნობილი Viaduc de Garabit. თუმცა ეიფელის კოშკი თავდაპირველად არ ყოფილა გუსტავ ეიფელის იდეა... პირველი ესკიზები და გათვლები გააკეთეს ინჟინრებმა მორის კეშლენმა და ემილ ნუგიემ, რომლებიც გუსტავ ეიფელის არქიტექტურულ სახელოსნოში მუშობდნენ. მიუხედავად იმისა, რომ თავად ეიფელს დიდად არ მოსწონდა ეს დიზაინი, მან პატენტი კეშნელის, ნუგიესა და თავის სახელზე გააფორმა, ხოლო არქიტექტორ სტივენ სევესტრომთან ერთად საბოლოო სახე მისცა. მშენებლობის დასრულების შემდეგ, ხვდებოდა რა ნაგებობის უნიკალურობას, გუსტავ ეიფელმა კეშნელისა და ნუგიესგან ექსკლუზიური უფლება გამოისყიდა, რაც იმას ნიშნავს, რომ დღეს კოშჭკის ერთადერთ ავტორად მხოლოდ ეიფელი მოიხსენიება. ეიფელის კოშკს 2 წლის მანძილზე 300 მუშა აშენებდა. დაიხარჯა 18000 რკინის დეტალი და 2,5 მილიონი მოქლონი. კოშკის სიმაღლე 324 მეტრია (მასზე დამონტაჟებლი ანტენების ჩათვლით). როცა მთავარი სვეტები აღიმართა, საზოგადოება მშენებლობის გაგრძელების პროტესტით გამოვიდა. თუმცა მშენებლობის დასრულების შემდეგ კოშკს არნახული წარმატება ელოდა. გამოფენის მიმდინარეობისას, 173 დღის მანძილზე, ეიფელის კოშკი 2 მილიონზე მეტმა ადამიანმა ნახა. 1909 წელს დაგეგმილი დემონტაჟისგან კოშკი საკუთარმა სიმაღლემ გადაარჩინა. გუსტავ ეიფელმა დაარწმუნა ქალაქის ხელისუფლება, რომ კოშკის ზედა მოედანი საუკეთესო ადგილი იქნებოდა რადიო და შემდეგ ტელეგადაცემებისთვის. თავად კოშკის გახსნის ცერემონიალზე სიტყვის წარმოთქმისას კი ეიფელმა აღნიშნა, რომ ეს იქნებოდა ყველაზე მაღალი ფლაგშტოკი საფრანგეთის დროშისთვის. უდავოა, რომ გუსტავ ეიფელი იყო არა მარტო გენიალური ინჟინერ-მშენებელი, არამედ ბრწყინვალე მენეჯერი და PR სპეციალისტი, რომელმაც თავისი ნიჭიერი პროექტების წარმატებით განხორციელება ჯერ კიდევ მე-19 საუკუნის 70-იანი წლებიდან დაიწყო, მიუხედავად იმ პერიოდის საფრანგეთ-პრუსიის ომისა. აქვე აღსანიშნავია, რომ ეიფელი წარმოშობით გერმანელი იყო (ბონიკჰაუზენი), მისი ბაბუა ნაპლოლეონთან ომში გერმანელებს თანაუგრძნობდა. თუმცა გუსტავმა საფრანგეთის განუმეორებელი სიმბოლო შექმნა. კოშკის მშენებლობის დამთავრების შემდეგ გუსტავ ეიფელმა თავისი მოღვაწეობა კველევებს მიუძღვნა აეროდინამიკის სფეროში. მისი კაბინეტი კი სწორედ ეიფელის კოშკის ზედა პლატფორმაზე მდებარეობდა. *** თუ გაინტერესებთ მშენებლობისა და რემონტის საკითხები, ძალიან საინტერესო და სასარგებლო ინფორმაციას მიიღებთ ვებგვერდებზე:
(R)
ლიკლიკაძე - მძიმე წარსულზე ლაპარაკისას, ადამიანს შეიძლება ცდომილება მოუვიდეს
ბოლო ერთი თვის განმავლობაში, საარსებო შემწეობა კიდევ 7 235 საქართველოს მოქალაქეს შეუწყდა
ყაზახეთი განიხილავს ნავთობის ექსპორტის დამატებით მარშრუტებს, მათ შორის ბაქო-თბილისი-ჯეიჰანს
თურქეთის პარლამენტის წევრებმა ანკარას მოუწოდეს, აღიაროს აფხაზური პასპორტები
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
რუსეთმა ხარკოვში მაღალსართულიან შენობას რაკეტები დაარტყა, რის შედეგადაც სულ მცირე ექვსი ადამიანი დაიღუპა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|



ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)