11:58 - 11 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-10-16 14:59:15, 1640 ნახვა

სამართალი
შს მინისტრის მოადგილე საერთაშორისო კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ნინო ჯავახაძე დაესწრო საერთაშორისო კონფერენციას - „პრევენციის ეროვნული მექანიზმის საქმიანობის შედეგების გაზომვა და გაძლიერება" და სტუმრებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა.

ღონისძიება სახალხო დამცველის პრევენციის ეროვნული მექანიზმის დაარსების 10 წლისთავს მიეძღვნა. კონფერენციის მიზანი იყო აღნიშნული მექანიზმის მიერ გაწეული საქმიანობის და მიმდინარე გამოწვევების შეჯამება, თავისუფლებააღკვეთილი პირების წამებისა და არასათანადო მოპყრობისგან დაცვის მიმართულებით.

მინისტრის მოადგილემ თავის სიტყვაში აღნიშნა, რომ სამინისტროს მიერ დაგეგმილი ყველა რეფორმა ემსახურება უფრო მეტი გარანტიების შექმნას, რათა ნებისმიერი საპოლიციო ღონისძიება ემყარებოდეს კანონიერებისა და გამჭვირვალობის, პიროვნების პატივისა და ღირსების, ასევე, ჰუმანურობისა და დისკრიმინაციის დაუშვებლობის პრინციპებს.

ნინო ჯავახაძემ სტუმრებს არასათანადო მოპყრობის ფაქტების აღკვეთის და პრევენციის მიმართულებით სამინისტროს მიერ განხორციელებული ღონისძიებები გააცნო.

აღსანიშნავია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს სახალხო დამცველისა და პრევენციის ეროვნული მექანიზმის რეკომენდაციებს და უკანასკნელ წლებში გაცემული რეკომენდაციების უდიდესი ნაწილი შესრულებული აქვს.

კონფერენციაში მონაწილეობდნენ გაეროს წამების პრევენციის ქვეკომიტეტის, ევროპის საბჭოს წამების პრევენციის ევროპული კომიტეტის, პრევენციის ეროვნული მექანიზმების, ადამიანის უფლებების ეროვნული ინსტიტუტებისა და წამების პრევენციის სფეროში მომუშავე ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები და საერთაშორისოდ აღიარებული დამოუკიდებელი ექსპერტები.

 

 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კახა კალაძე 4 ოქტომბრის საქმეზე მორიგ დაკავებაზე: შესაბამისი საგამოძიებო უწყებები მოწოდების სიმაღლეზე არიან, ყველამ უნდა აგოს პასუხი
კახა კალაძე ელისაშვილის განაჩენზე: როდესაც კანონს ცდები, ყოველთვის მოყვება შესაბამისი რეაგირება
პოლიციამ ფატიმა კარიმოვას მკვლელობისთვის ძებნილი ბიძაშვილი, ემინ ალიევი ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში დააკავა
Apple-მა OpenAI-ს უჩივლა და კომპანიას სავაჭრო საიდუმლოებების მოპარვაში დასდო ბრალი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics