|
2019-10-16 13:20:46, 856 ნახვა
კომენტარი
ჯავახაძე - ომბუდსმენთან ერთად წარმატებული ღონისძიებები გავატარეთ წამების და არაადამიანური მოპყრობის სრულად აღმოფხვრისთვის
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნინო ჯავახაძემ საერთაშორისო კონფერენციაში - „პრევენციის ეროვნული მექანიზმების გავლენის შეფასება და გაძლიერება“ მიიღო მონაწილეობა. ნინო ჯავახაძე კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა. „პრევენციის ეროვნული მექანიზმის 10 წლისთავს აღვნიშნავთ დღეს. რეალურად ეს ემსახურება დახურული ტიპის დაწესებულებებში, წამების და არაადამიანური მოპყრობის პრევენციას. შინაგან საქმეთა სამინისტროს ნაწილში ეს ეხება, ძირითადად, დროებითი მოთავსების იზოლატორებს. შეხვედრაზე აღინიშნა სახალხო დამცველის მიერ, რომ ამ მხრივ ჩვენი თანამშრომლობა სახალხო დამცველთან არის ძალიან გამორჩეული. საკმაოდ წარმატებული ღონისძიებები გავატარეთ იმისთვის, რომ წამება და არაადამიანური მოპყრობა იყოს აღმოფხვრილი სრულად დროებითი მოთავსების იზოლატორებში და მთელ სისტემაში“, - განაცხადა ნინო ჯავახაძემ. სახელმწიფო პრევენციის ეროვნული მექანიზმების დაარსების 10 წლისთავთან დაკავშირებით ღონისძიებას დღეს სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში გაიმართა. კონფერენციის მიზანი იყო აღნიშნული მექანიზმის მიერ გაწეული საქმიანობის და მიმდინარე გამოწვევების შეჯამება, თავისუფლებააღკვეთილი პირების წამებისა და არასათანადო მოპყრობისგან დაცვის მიმართულებით.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)