|
2019-10-16 10:25:00, 767 ნახვა
საზოგადოება
თბილისის ბაღების 200-მდე მეთოდისტს კვალიფიკაციის დამადასტურებელი სერტიფიკატი გადაეცა
თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების საგანმანათლებლო პროგრამების 200-მდე კოორდინატორს კვალიფიკაციის დამადასტურებელი სერტიფიკატი გადაეცა. საგანმანათლებლო პროგრამების კოორდინატორთა გადამზადება განათლების სამინისტროს მიერ შემუშავებული აღმზრდელ-პედაგოგის პროფესიული განვითარების ტრენინგ-მოდულით განხორციელდა და მასში საქართველოს მასშტაბით, 600-მა დასაქმებულმა მიიღო მონაწილეობა. გადამზადება მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულმა ცენტრმა უზრუნველყო. პროექტი მიზნად ისახავს ახალი სტანდარტის სრულფასოვან დანერგვას სააღმზრდელო პროცესში, თითოეული აღსაზრდელისათვის შესაბამისი ცოდნის გადაცემას. ღონისძიებას დედაქალაქის საკრებულომ უმასპინძლა და მას თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს დირექტორი კახაბერ გვანცელაძე, საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარე თამარ ტალიაშვილი, განათლების მინისტრის მოადგილე ირინე აბულაძე, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ბერიკა შუკაკიძე და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეები, მარიკა დარჩია და ირაკლი ზარქუა დაესწრნენ. „სკოლამდელი განათლების განვითარების მიმართულებით უმნიშვნელოვანესი პროექტი განხორციელდა. მასწავლებლის პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გადაიდგა პირველი ნაბიჯები აღმზრდელ-პედაგოგის ახალი სტანდარტის დანერგვისათვის და ჩვენ თბილისის ბაღებში, ახალი სააღმზრდელო წლიდან უკვე დავიწყეთ მუშაობა ამ სტანდარტის პრაქტიკაში განხორციელებისთვის. ერთობლივი თანამშრომლობით, სამომავლოდ კიდევ დავგეგმავთ და განვახორციელებთ ბევრ მნიშვნელოვან პროექტს, რომელიც ბავშვის ინდივიდუალურ განვითარებასა და ინკლუზიური განათლების ხელშეწყობაზე იქნება ორიენტირებული,“ - განაცხადა საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს დირექტორმა კახაბერ გვანცელაძემ. მან მადლობა გადაუხადა პროექტში ჩართულ ყველა უწყებას.
(NS)
ლიკლიკაძე - მძიმე წარსულზე ლაპარაკისას, ადამიანს შეიძლება ცდომილება მოუვიდეს
ბოლო ერთი თვის განმავლობაში, საარსებო შემწეობა კიდევ 7 235 საქართველოს მოქალაქეს შეუწყდა
ყაზახეთი განიხილავს ნავთობის ექსპორტის დამატებით მარშრუტებს, მათ შორის ბაქო-თბილისი-ჯეიჰანს
თურქეთის პარლამენტის წევრებმა ანკარას მოუწოდეს, აღიაროს აფხაზური პასპორტები
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
რუსეთმა ხარკოვში მაღალსართულიან შენობას რაკეტები დაარტყა, რის შედეგადაც სულ მცირე ექვსი ადამიანი დაიღუპა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)