|
2019-10-15 14:49:25, 1310 ნახვა
საზოგადოება
ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი „საჩუქარი 2019“ იწყება
თბილისის მერიის მხარდაჭერით, 19 ოქტომბრიდან 19 ნოემბრამდე, მიხეილ თუმანიშვილის სახელობის ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი გაიმართება. ამასთან დაკავშირებით დღეს, სასტუმრო „მუზეუმში“ პრესკონფერენცია გაიმართა. ფესტივალის 2019 წლის პროგრამაზე და სიახლეებზე ფესტივალის სამხატვრო ხელმძღვანელმა ქეთი დოლიძემ და გენერალურმა მენეჯერმა სოფო თორთლაძემ ისაუბრეს. პრესკონფერენციას ესწრებოდენ ესპანეთის დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელი საქართველოში ხორხე ლუჩინი სერანო დე ჰარო, ფრანგული ინსტიტუტის დირექტორი პიერ კლუე და თბილისის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის უფროსი ირაკლი გვილავა. „შემოდგომის დასასრულს თბილისს უდიდესი საჩუქარი ელის. ქართული და უცხოური სპექტაკლებით გაჯერებული, არაჩვეულებრივი პროგრამა მოგვიმზადეს ფესტივალის ორგანიზატორებმა, რაც თბილისის კულტურულ ცხოვრებას კიდევ უფრო ამდიდრებს და მრავალფეროვნებას სძენს. მრავალი წელია დედაქალაქის მერია ფესტივალის აქტიური მხარდამჭერია და ზუსტად ამგვარი პროექტების მეშვეობით თბილისი არის საფესტივალო ქალაქი და აუცილებლად გახდება კულტურის დედაქალაქი რეგიონში“, - განაცხადა ირაკლი გვილავამ. ფესტივალს წელს გახსნის ფრანგული თანამედროვე ცეკვის მნიშვნელოვანი წარმომადგენელი მაგი მარენი, თავისი საკულტო დადგმით - May B. გარდა ამისა, თბილისს ესტუმრება ცეკვის ამერიკელი ლეგენდა კაროლინ კარლსონი და მისი დასი, წარმოდგენით „სინქრონულობის გზაჯვარედინზე“. 2019 წლის პროგრამის ერთ-ერთი მთავარი მოვლენაა „ესპანური კულტურის ფოკუსი“, რომელიც ესპანეთის კულტურის სამინისტროსა და ხელოვნების საბჭოსთან (Accion Cultiral Espanol- AC//E) თანამშრომლობით შედგა. ფოკუსი ოფიციალურად გაიხსნება 22 ოქტომბერს, რუსთაველის თეატრის „სტუმრების ოთახში“ გამართულ კონფერენციაზე. 23 ოქტომბერს წარმოდგენილი იქნება სპექტაკლი „ეს არ არის ბერნარდა ალბას სახლი“; 7 ნოემბერს გრიბოედოვის თეატრში გაიმართება როსიო მოლინას წარმოდგენა „დაცემული ანგელოზი“, რომელიც ლორენს ოლივიეს პრიზის ლაურეატია; 16 ნოემბერს ესპანურ ფოკუსს დახურავს ესპანეთის ეროვნული თეატრების Teatro Español და Naves de Matadero სამხატვრო ხელმძღვანელის, ნატალია მენენდესის ლექცია „რა სარგებლობა მოაქვს თეატრს ქალაქისთვის“. ლექციაზე გაზიარებული იქნება ესპანური გამოცდილება თეატრის განვითარებისა და მიმდინარე პროცესების შესახებ. პრესკონფერენციაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ფესტივალის მიერ წარმოებულ პირველ კო-პროდუქციას. ფესტივალზე გაიმართება ცნობილი უკრაინელი რეჟისორის ანდრი ჟოლდაკის მსოფლიო პრემიერა - „მეფე ლირი. ანდრი ჟოლდაკის წამოსახვა“, უილიამ შექსპირის პიესის “მეფე ლირის” მიხედვით (გრიბოედოვის თეატრი; 20:00 საათი; 17,18,19 ნოემბერი). სპექტაკლი განხორციელდა კულტურის ინტერნაციონალიზაციის ხელშეწყობის პროგრამის „საქართველო ევროპაში“ და პროექტ “Check In Georgia”-ს ფარგლებში. სრულ ინფორმაციას ფესტივალის შესახებ გაეცანით მითითებულ ბმულზე: https://www.facebook.com/giftfestival
(NS)
ლიკლიკაძე - მძიმე წარსულზე ლაპარაკისას, ადამიანს შეიძლება ცდომილება მოუვიდეს
ბოლო ერთი თვის განმავლობაში, საარსებო შემწეობა კიდევ 7 235 საქართველოს მოქალაქეს შეუწყდა
ყაზახეთი განიხილავს ნავთობის ექსპორტის დამატებით მარშრუტებს, მათ შორის ბაქო-თბილისი-ჯეიჰანს
თურქეთის პარლამენტის წევრებმა ანკარას მოუწოდეს, აღიაროს აფხაზური პასპორტები
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
რუსეთმა ხარკოვში მაღალსართულიან შენობას რაკეტები დაარტყა, რის შედეგადაც სულ მცირე ექვსი ადამიანი დაიღუპა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)