11:35 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-07-16 14:14:50, 423 ნახვა

პოლიტიკა
პრემიერი პოლიტიკოსებს მოუწოდებს, საოკუპაციო ზოლთან დაკავშირებულ საკითხებს მეტი პასუხისმგებლობით მიუდგნენ

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი პოლიტიკოსებს მოუწოდებს საოკუპაციო ზოლთან დაკავშირებულ საკითხებს მეტი პასუხისმგებლობით მიუდგნენ.

ღარიბაშვილის თქმით, ქვეყნაში სტაბილურობის შესანარჩუნებლად, ყველაფერი უნდა გააკეთონ და არც ერთ ძალას არ უნდა მისცენ საშუალება, რეგიონში პროვოკაციის გზით, სიტუაცია დაძაბონ.

"რაც შეეხება საოკუპაციო ზოლს და იქ მიმდინარე პროვოკაციულ მოქმედებებს, მინდა შეფასება გავაკეთო და პოლიტიკოსებს მოვუწოდო, რომ ცოტა მეტად პასუხისმგებელნი იყვნენ, მეტი პასუხისმგებლობით მიუდგნენ ასეთ საკითხებს. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ სტაბილურობა შევინარჩუნოთ ქვეყანაში. არც ერთ ძალას, არავის არ უნდა მივცეთ საშუალება, რომ რაიმე პროვოკაციული გზით მოახდინონ სიტუაციის დაძაბვა რეგიონში. ეს არის კიდევ ერთხელ შედეგი იმ გაუაზრებელი პოლიტიკის, რომელიც სააკაშვილმა წლების განმავლობაში აწარმოა. ეს არის შედეგი 2008 წლის ომისა, რომელმაც მოგვიტანა ათასობით, 25 000-მდე ახალი დევნილი, იძულებით გადაადგილებული პირი. ასზე მეტი დაკარგული სოფელი, დამატებითი ტერიტორიები დაკარგული. ეს არის ის მძიმე მემკვიდრეობა, რომელსაც ჩვენ ვიმკით, რომელსაც ჩვენ ვუმკლავდებით უკვე აგერ მესამე წელია. სწორედ ჩვენი მთავრობის, ბატონი ბიძინა ივანიშვილის დამსახურებაა, რომ სწორი, კონსტრუქციული პოლიტიკის წარმოება დავიწყეთ და მაქსიმალურად ხელი შევუწყვეთ სიტუაციის დეესკალაციას რეგიონში",-განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ლევან მაჭავარიანი და არჩილ გორდულაძე ბოდიშს იხდიან პარლამენტში ჩხუბისთვის
ინტერნეტ მემი პროტესტად გადაიქცა: „ტარაკნების პარტიამ“ ნიუ დელიში უვადო საპროტესტო აქცია დაიწყო
კობახიძემ უკრაინელ ბავშვებს უმასპინძლა რომლებმაც მამები ომში დაკარგეს
Axios: ტრამპი აღიარებს, რომ „ანკორიჯის სულისკვეთებას“ ტოვებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics