|
2019-10-09 16:33:58, 1924 ნახვა
კომენტარი
„თქვი ასე, თუ არა დედას მოგ******თო“ - მკვლელობის საქმეზე ბრალდებულის მამა, ირწმუნება, რომ მის შვილს ჩვენების მიცემა აიძულეს
რუსთავში, 35 წლის დავით მუმლაძის მკვლელობის საქმეზე ერთ-ერთი ბრალდებულის გიორგი გეთაშვილის მამა ჯონი ოქრუაშვილი აცხადებს, რომ მის შვილს ჩვენების მიცემა აიძულეს. როგორც ოქრუაშვილმა აღნიშნა, ის დარწმუნებულია, რომ მისი შვილი დამნაშავე არ არის. "ჯერ გვეუბნებოდნენ, აქ არა გვყავს შენი შვილიო. სად არის ვეუბნები, მანახეთ, შევხედავ თვალებში და ამოვიცნობ ვინ არის. ჩემი შვილი არ არის მკვლელი, მილიონი პროცენტით დარწმუნებული ვარ ამაში. ფანჯრიდან მესმის ხმა, - "თქვი ასე, თუ არა დედას მოგ******თო", - განაცხადა ოქრუაშვილმა. შეგახსენებთ, რომ 35 წლის დავით მუმლაძის ცხედარი მდინარე მტკვარმა, რუსთავში 5 ოქტომბერს გამორიყა. არსებული ინფორმაციით, მას სხეულზე 30-ზე მეტი ჭრილობა ჰქონდა მიყენებული. საქმეზე 5 პირი დააკავეს, მათ შორის ყოფილი და მოქმედი პოლიციელები. ცნობისთვის, აღნიშნულ საქმეზე დაკავებულ ხუთივე პირს დღეს სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)