|
2019-10-09 11:31:33, 2213 ნახვა
კომენტარი
„მაჩალიკაშვილს პარლამენტში არ უშვებენ - ვინ მიიღო გადაწყვეტილება?! სუს-მა?!“ - ხმაური კომიტეტის სხდომაზე
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა, სადაც გენერალურ პროკურორს, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატ შალვა თადუმაძეს უსმენენ, ხმაურის ფონზე მიმდინარეობს. ცოტა ხნის წინ სხდომაზე „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა თინა ბოკუჩავამ განაცხადა, რომ პარლამენტში მალხაზ მაჩალიკაშვილს არ უშვებენ. დეპუტატმა კომიტეტის თავმჯდომარეს მოუწოდა, მაჩალიკაშვილისთვის კომიტეტზე დასწრების შესაძლებლობა მიეცა, რაზეც ოხანაშვილმა უპასუხა, რომ მისი კომპეტენცია არ არის, ვის უშვებენ შენობაში და ვის არა. „აქ იმისთვის ვარ მოსული, რომ წარმოვადგინო მოქალაქეების პოზიცია. დღეს აქ მოსულია შვილმოკლული მამა, რომელსაც სურს, რომ დაესწროს კომიტეტს და არ უშვებენ. არ მოგცემთ გაგრძელების საშუალებას სანამ შემოუშვებთ. რას ნიშნავს მაჩალიკაშვილს არ უშვებთ პარლამენტში?! ვინ მიიღო ეს გადაწყვეტილება?! სუს-მა? პარლამენტი არის ჩვენი საზოგადოების და არ არის ბიძინა ივანიშვილის ზოოპარკი“, - განაცხადა თინა ბოკუჩავამ. ამის შემდეგ მან მაჩალიკაშვილის პარლამენტში შემოყვანის მიზნით, დარბაზი დატოვა.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)