|
2019-10-08 15:28:30, 1557 ნახვა
კომენტარი
ლევან ჯიქური: 50 დღე ვიშიმშილე, რომ გათავისუფლებისთვის მიმეღწია - თავს დამნაშავედ არ ვცნობ
20 ივნისის საქმეზე ერთ-ერთი დაკავებული ლევან ჯიქური გათავისუფლების შემდეგ პირველ კომენტარს აკეთებს. როგორც ჯიქურმა ჟურნალისტებს განუცხადა, ის ბრალს ნაწილობრივ დაეთანხმა, თუმცა ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას უარყოფს. მანვე დასძინა, რომ ამავე საქმეზე დაკავებულებს მანამდე არ იცნობდა და ისინი სასამართლოში გაიცნო. "თავს დამნაშავედ არ ვცნობ. რაც კადრი ჩანს, რომ მე რაღაცა ფარს ვხმარობ, მხოლოდ მაგ ნაწილს ვაღიარებ. ბრალად მომიყენეს სახელმწიფო გადატრიალებაში მონაწილეობა, რომელ ფაქტსაც ადგილი არ ჰქონია. მე რუსთაველზე მივედი იმის გამო, რომ ხალხს ესროდნენ ტყვიებს და ვინმეს რამეში დავხმარებოდი. ფარი კი შეკავების მიზნით გამოვიყენე, რომ პოლიციელი შემეკავებინა, სხვა დაკავებულები სასამართლოში გავიცანი. ხელ-ფეხი მაქვს გაჩერებული, კიდურები მიწვრილდება, ფილტვებზე პრობლემები დამეწყო და ქრონიკულ დაავადებაში გადამივიდა. 50 დღე დამჭირდა შიმშილობა, რომ დღევანდელი დღისთვის მიმეღწია", - განაცხადა ჯიქურმა.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)