|
2019-10-07 13:28:35, 1274 ნახვა
ეკონომიკა
თომას ბარაისი: ბევრი გერმანელი გამოთქვამს სურვილს, განავითაროს ბიზნესი საქართველოში
„ბევრი გერმანელი გამოთქვამს სურვილს, განავითაროს ბიზნესი საქართველოში და მე მჯერა, რომ კიდევ უფრო მეტ წარმატებულ თანამშრომლობას ექნება ადგილი," - განაცხადა გერმანიის ეკონომიკისა და ენერგეტიკის ფედერალური მინისტრის მოადგილე თომას ბარაისმა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ ნათია თურნავასთან შეხვედრის შემდეგ. „ჩვენ ძალიან მნიშვნელოვანი და კარგი შეხვედრა გვქონდა მინისტრთან და მე მიხარია, რომ ეს შეხვედრა აქ, თბილისში შედგა. თბილისი და მთლიანად საქართველო წამოადგენს მნიშვნელოვან პარტნიორ ქვეყანას გერმანიისთვის. ჩვენ ვამყარებთ წარმატებულ საქმიან ურთიერთობებს, რისი დასტურიცაა დღეს აქ მაღალი დონის წარმომადგენლობის ვიზიტი," - განაცხადა თომას ბარაისმა. შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს გასულ წელს გერმანიის კანცლერის ანგელა მერკელის მიერ გაჟღერებულ ინიციატივაზე ორი ქვეყნის ბიზნესის წარმომადგენლების მონაწილეობით რეგულარული ბიზნეს მრგვალი მაგიდის ფორმატის ჩამოყალიბებაზე. მინისტრის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ საქართველოსა და გერმანიას შორის ბოლო 2 წელიწადში 4 ბიზნეს ფორუმი ჩატარდა, რომელთა თემატიკაც მოიცავდა ისეთ სექტორებს, როგორიცაა ლოგისტიკა და ინფრასტრუქტურა, კომუნიკაციები, მშენებლობა, სოფლის მეურნეობა, კვების მრეწველობა და სხვ. „აღნიშნული ფორუმი წარმოადგენს მნიშვნელოვან პლატფორმას მოსაზრებების გაცვლისა და ბიზნეს-ურთიერთობების გაღრმავებისთვისთვის. ჩვენ გვაქვს ბევრი წარმატებული მიმდინარე პროექტი და ფორუმის ფარგლებში ასევე ვიხილავთ, თუ რა მიმართულებებით შეიძლება თანამშრომლობის გაძლიერება. ბევრი გერმანელი გამოთქვამს, სურვილს განავითაროს ბიზნესი საქართველოში და მე მჯერა, რომ კიდევ უფრო მეტ წარმატებულ თანამშრომლობას ექნება ადგილი“, - განაცხადა გერმანიის ეკონომიკისა და ენერგეტიკის ფედერალური მინისტრის მოადგილემ.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)