19:51 - 22 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-10-07 12:51:33, 15627 ნახვა

კულტურა
კახეთში რიგით მესამე ფესტივალი - „Jazz and Wine“ გაიმართება

19 ოქტომბერს, კახეთში, წინანდლის მამულში (Tsinandali Estate) რიგით მესამე ფესტივალი - „Jazz and Wine" გაიმართება.

ფესტივალში, ტრადიციულად, მსოფლიოში აღიარებული მუსიკოსები მიიღებენ მონაწილეობას: ოზ ნოის ტრიო ლეგენდარულ დენის ჩემბერსთან და ჯიმი ჰესლიპთან ერთად, ბრიტანული ჯგუფი "MF ROBOTS"  და იტალიური ბენდი "Sugerpie & Candymen".

„Jazz and Wine"-ის ფარგლებში, კონცერტების გარდა, დაგეგმილია ღვინის თემატიკასთან დაკავშირებული არაერთი ღონისძიება - ქართული ღვინის მწარმოებელი მცირე კომპანიები მოაწყობენ ღვინის დეგუსტაციას და ჯაზური მუსიკის ფონზე სტუმრებს საშუალებას მისცემენ სხვადასხვა სახის ღვინო დააგემოვნონ; იტალიელი მზარეული მაურიციო სიცილიანო კი  სპეციალურად ფესტივალისთვის შექმნილი უნიკალური რეცეპტით დამზადებულ კერძებს შესთავაზებს სტუმრებს.

თიბისი სტატუსი საკუთარ მომხმარებელს ფესტივალზე დასასწრებ ნაკრებს სპეციალური პირობებით სთავაზობს:

ნაკრები 2 პერსონაზე - ფესტივალის ბილეთები და განთავსება "რადისონ ქოლექშენში" 19-20 ოქტომბერს - 900 ლარი.

ნაკრები 2 პერსონაზე - ფესტივალის ბილეთები და განთავსება "Park Hotel"-ში 19-20 ოქტომბერს - 500 ლარი.

თიბისი სტატუსის მომხმარებლები კონცერტების ბილეთის tkt.ge-ზე შეძენისას 20%-იანი ქეშბექითაც ისარგებლებენ.

წელს "Jazz & Wine"-ის პარტნიორია ქართული ინდუსტრიული ჯგუფი  „აიგრუპი", რომელიც სპეციალურად ფესტივალის სტუმრებისთვის ე.წ. მესამე ინდუსტრიული რევოლუციის პირობებში შექმნილი ყველაზე ხმაურიანი პროექტის - ტესლა მოდელ 3-ის გამოცდას გეგმავს. ელონ მასკის ტესლა მოდელ 3 უკვე აიქარის გაზიარების სერვისშია. „Jazz & Wine" – ის ფარგლებში, ნებისმიერ მსურველს, მხოლოდ წინასწარ ჩაწერის შემთხვევაში, ექნება შესაძლებლობა  გამოსცადოს ელექტრო-მობილი და ნახოს მისი უნიკალური შესაძლებლობები.

ბილეთები შეიძინეთ ონლაინ - TKT.GE-ზე.

ფესტივალის პროგრამა:

19 ოქტომბერი, შაბათი

 

  • 13:00-15:00 საათი, წინანდლის პარკი - ტესლა მოდელი 3-ის ტესტ-დრაივი;
  • 14:00 საათი, წინანდლის მამულის ამფითეატრი - Sugerpie & Candymen-ის კონცერტი,:

ქართული ღვინის დეგუსტაცია;

მაურიციო სიცილიანოს კულინარიული შოუ (იტალია)

  • 19:00 საათი, წინანდლის მამულის ამფითეატრი - ოზ ნოის ტრიოს კონცერტი ლეგენდარულ დენის ჩემბერსთან და ჯიმი ჰისლიპთან ერთად;
  • 22:00 საათი, წინანდლის მამულის ამფითეატრი - MF ROBOTS" -ის შოუ

 

 

(R)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ნავროცკიმ ზელენსკის მიმართა „თეთრი არწივის“ სკანდალის ფონზე
ღობის საქმის მოსამართლე: თქვენ ყველანი პატიოსანი ადამიანები ხართ, მაგრამ კანონი დაარღვიეთ
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციის პროექტში საქართველოში დემოკრატიის უკუსვლაზეა საუბარი
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ვორონეჟში რაკეტსაწინააღმდეგო ნახევარგამტარების ქარხანაზე იერიში მიიტანეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics