11:34 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-07-15 17:51:26, 560 ნახვა

პოლიტიკა
კარასინის მტკიცებით, პრაღის მოლაპარაკების ფორმატში აფხაზეთის გავლით რკინიგზის აღდგენის საკითხიც განიხილეს

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის გრიგორი კარასინის ინფორმაციით, პრაღის მოლაპარაკების ფორმატში აფხაზეთის  გავლით რკინიგზის  აღდგენის საკითხიც განიხილეს.
როგორც კარასინმა შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, ქართულ მხარესთან შედგა შეთანხმება, რომ ასეთი ტიპის საკითხის განხილვა შესაძლებელია ჰიპოტეტურად, მაგრამ საბოლოო გადაწყვეტილება აფხაზეთისა და საქართველოს ხელმძღვანელობამ პირდაპირი კონტაქტის შედეგად უნდა მიიღოს.
"ჩვენ ყველა საკითხი განვიხილეთ, მათ შორის რკინიგზის თემაც.შევთანხმდით, რომ ასეთი ტიპის საკითხის განხილვა შესაძლებელია ჰიპოტეტურად, მაგრამ საბოლოო გადაწყვეტილება უნდა მიიღოს აფხაზეთისა და საქართველოს ხელმძღვანელობამ პირდაპირი კონტაქტის შედეგად",-განაცხადა გრიგორი კარასინმა.
აბაშიძე-კარასინის შეხვედრა პრაღაში 3 საათის განმავლობაში გაგრძელდა.
კონსულტაციები ამჯერად გაფართოებული შემადგენლობით შედგა. როგორც აღინიშნა,  ქართულმა მხარემ სოფელ ორჭოსანსა და ხურვალეთში ე.წ საზღვრის გადმოწევის საკითხი მწვავედ დააყენა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ლევან მაჭავარიანი და არჩილ გორდულაძე ბოდიშს იხდიან პარლამენტში ჩხუბისთვის
ინტერნეტ მემი პროტესტად გადაიქცა: „ტარაკნების პარტიამ“ ნიუ დელიში უვადო საპროტესტო აქცია დაიწყო
კობახიძემ უკრაინელ ბავშვებს უმასპინძლა რომლებმაც მამები ომში დაკარგეს
Axios: ტრამპი აღიარებს, რომ „ანკორიჯის სულისკვეთებას“ ტოვებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics