|
2019-10-07 10:36:45, 1260 ნახვა
პოლიტიკა
ათონელის რეზიდენციაში სალომე ზურაბიშვილი გერმანიის პრეზიდენტთან შეხვედრას მართავს
ათონელის რეზიდენციაში გერმანიის პრეზიდენტის ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერის და საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის შეხვედრა მიმდინარეობს. მანამდე, რეზიდენციაში გერმანიის სახელმწიფო დელეგაციის ოფიციალური დახვედრის ცერემონია გაიმართა. დახვედრის ცერემონიაზე შესრულდა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკისა და საქართველოს სახელმწიფო ჰიმნები, პრეზიდენტებმა პატივი მიაგეს საქართველოს სახელმწიფო დროშას და სახელმწიფო დელეგაციები წარუდგინეს ერთმანეთს. შეხვედრის შემდეგ პრეზიდენტები გაფართოებულ ფორმატში გამართავენ შეხვედრას და მედიისთვის ერთობლივ განცხადებებს გააკეთენ და მათ კითხვებს უპასუხებენ. ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი საქართველოს პრემიერმინისტრ გიორგი გახარიას, პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძეს, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, ილია მეორეს შეხვდება და საქართველოს ერთიანობისათვის დაღუპულ გმირთა მემორიალს გვირგვინით შეამკობს.
იანვარში მომიტინგეების სიკვდილით დასჯის გამო ირანში ახალი საპროტესტო აქციები გაიმართა
10-დღიანი პატიმრობა შეუფარდეს დემონსტრანტს, რომელიც საკრებულოსთან დააკავეს
ზელენსკიმ ტრამპთან Patriot-ის რაკეტების წარმოება და დიპლომატიის დაჩქარება განიხილა
ჯო უილსონი - “ქართული ოცნება” სიტყვის თავისუფლებას “სიძულვილის ენის” შეჩერების საბაბით ანადგურებს, ამ პრორუსულ, პროირანულ, პროჩინურ რეჟიმს ამერიკა ეზიზღება
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)