13:35 - 05 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-10-04 12:34:39, 3077 ნახვა

კომენტარი
ინაშვილი: თუ ვინმეს ნატო-ში ჩვენი მიღება უნდოდა, გუშინწინ მიგვიღებდა - სამხედრო მიუმხრობლობაზე უნდა ვიმუშაოთ

„გუშინ პრემიერმა NDI-ს მონაცემები გაავრცელა, რომ ნატო-ს თითქოს მხარს უჭერს ჩვენი მოსახლეობის 71%, მაგრამ უნდა გითხრათ, რომ ეს ასე არ არის, განწყობები შეიცვალა“, - ამის შესახებ „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერმა ირმა ინაშვილმა ბათუმში განაცხადა, სადაც ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილე როუზ გოტემიულერი პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს ხვდება.

ინაშვილმა ნატო-ში ინტეგრაციას „მიუღწევადი ამოცანა“ უწოდა და აღნიშნა, რომ საქართველომ სამხედრო მიუმხრობლობაზე უნდა დაიწყოს მუშაობა.

 „თუ ვინმეს ჩვენი მიღება უნდოდა ნატო-ში, გუშინწინ მიგვიღებდა, მაგრამ დღეს უკვე არის ვითარება, რომელიც შემდეგი დასკვნის გამოტანის საფუძველს იძლევა: ნატო არის ჩვენთვის მიუღწევადი ამოცანა. ამაზე მკაფიოდ საუბრობენ ჩვენი საერთაშორისო პატრნიორებიც. ჩვენ ვთავაზობთ საქართველოს ხელისუფლებასაც და ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს, დავიწყოთ მუშაობა სამხედრო მიუმხრობლობის მოდელზე“, - განაცხადა ირმა ინაშვილმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ჯ.დ. ვენსი: დიდი ხანია, რაც ბრიტანეთს საკუთარი ხელმძღვანელობა ღალატობს
თბილისის ანძა აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
კიევში, ამერიკის დამოუკიდებლობის 250-ე წლისთავის აღსანიშნავად, სამშობლოს მონუმენტი აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
აშშ-ში ექსტრემალურმა სიცხემ 25 ადამიანი იმსხვერპლა და 4 ივლისის აღნიშვნა ჩაშალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics